ჩვენს შესახებ

მოგესალმებით, მე ვარ ლადო ჭელიძე კომპანია ქლინტეკის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

მოხარული ვიქნები გაგაცნოთ ჩემი კომპანია და მისი ძირითადი, წამყვანი მიმართულებები.

კომპანია ქლინტეკი 2003 წლიდან იწყებს მოღვაწეობას, როგორც სპეციალიზირებული მომწოდებელი ისეთი ცნობილი, მსოფლიო ბრენდების პროფესიონალური სარეცხი და პერსონალის ჰიგიენის საშუალებებისა, როგორებიც არიან: Diversey და KimberlyClark, Duni და Bayer, Eermop და IPC. არსებული ნიშის მთავარი საფუძველი იყო ახლადჩამოყალიბებული ტურიზმის სექტორი, მაღალი ხარისხის რესტორნებისა და სასტუმროების აღმშენებლობა.

ამ დროისთვის არსებული ნიშა აბსოლიტურაად ჩამოუყალიბებელი იყო და არ ჰყავდა ბაზრის გამოკვეთილი და უცვლელი ლიდერები.

ბიზნესმა ქვეყანაში დაიწყო სწრაფი განვითარება, უცხოური ბრენდული სასტუმროები მოითხოვდნენ თავიანთი დეპარტამენტებისთვის Housekeeping, Kitchen, Laundry, ხარისხიან და ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

საერთაშორისო კომპანიებიდან ქართულ კომპანიებში კადრების გადაადგილებამ ხელი შეუწყო გაყიდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც თავისი მხრიდან მოითხოვა ფილიალების შექმნა ბათუმსა დაქუთაისში.

კლიენტების გარკვეულ ნაწილს სურდა არამარტო შეესყიდა სარეცხი საშუალებები, არამედ, უნდოდა გადაეცა თავისი დასუფთავების დეპარტამენტები გარე კონტრაქტორებისათვის, ამიტომაც 2006 წელსკომპანია ქლინტექიდან ამოეყო კლიენტთა მომსახურეობის მიმართულება, რომელიც 2008 წლისთვის ჩამოყალიბდა უკვე ახალ კომპანიად Dr. Rodger Service Мanagement რომელიც ახორციელბდა დასუფთავები სერვის.

კლიენტების მომსახურების მაქსიმალური კომფორტის შექმნის კონცეფციისთვის 2013 წელს აშენდა და განხორციელდა თეთრეულის რეცხვის სერვისის დამოუკიდებელი პროექტი - Dr. Rodger Laundry Service.

2013 წლისთვის გახდა ნათელი, რომ გარდა საერთაშორისო ბრენდებისა, 1-3 ვარსკვლავის დონის კლიენტებისთვის საჭირო იყო ეკონომ-გადაწყვეტილებები. და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჩვენშევქმენით საკუთრი პროფესიონალური სარეცხი საშუალებებისა და ჰიგიენური ქაღალდის წარმოების პროდუქცია ბრენდი ZOMA- სახელწოდებით.

ჩვენი ბიზნესი ვითარდებოდა და ჩვენც , რა თქმა უნდა, ვცდილობდით შეგვექმნა ფართო და მაქსიმალური სფერო კონკურენტულ ფასებსა და ხარისხიან მომსახურეობას შორის. ასეთმა მუშობამ, რასაკვირველია, გამოიღო შედეგი და ქლინტექს ჩამოუყალიბდა მუდმივი კლიენტების საკმაოდ დიდი ბაზა. ასევე გამოჩნდნენ პარტნიორები, რომლებსაც მიეწოდებათ ჩვენი პროდუქცია ბაქოსა და სომხეთში.

ინტერნეტ მაღაზიის კომერციულ-გლობალური ტრენდის მიმდევრობისათვის, შეიქმნა გუნდი რომლის ამოცანა იყო ZomaShop ინტერნეტ მაღაზიის გაშვება. Online retail შექმნის მიზანი იყო, უკვე არსებულკლიენტთა ბაზის მაქსიმალური კომფორტისთვის და ასევე უფრო დიდი მოცულობის ბაზრის ასათვისებლად, მათ შორის ისეთი კლიენტებისა, რომლებიც უკვე ტრადიციულად მოიხმარდნენ და გამოიყენებდნენმარკეტიდან საყოფაცხოვრებო სარეცხ-ჰიგიენურ საშუალებებს.

ჩემს მთვარ მისაღწევ მიზნად დავისახე იდეალური და სპეციალიზირებული ინტერნეტ მაღაზიის შექმნა. იმ დროს როდესაც საქართველოში ინტერნეტ ვაჭრობა და სერვისები ჯერ ჩასახვის სტადიაშია.

ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ რომ მივიღოთ მაქსიმალურად მოსახერხებელი საინფორმაციო გვერდი, რომელიც იქნება გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომი ინფორმაციით ყველა კატეგორიის კლიენტისთვის,სადაც ნებისმიერი დასახელების პროდუქტი იქნებოდა წარმოდგენილი ამომწურავად პრაქტიკული ინფორმაციით.

დელეკატური და ლაკონური დიზაინი.

საკუთარი ცენტრალიზირებული რესურსების მაქსიმალური მიმოხილვა და ორგანიზირება, დამეთანხმებით, უფრო ხელსაყრელი და კომფორტულია, ერთსა და იმავე ადგილას, თან მიიღო ამომწურავიინფორმაცია პროდუქციაზე და თან შეიძინო იგი.

აუდიტორიის ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში უკუკავშირის აუცილებელი მხარდაჭერა.

ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასების არსებობა ხარისხთან მიმართებაში.

ვიწრო სპეციალიზაცია იძლევა უფრო ადვილი მანევრირების საშუალებას საფასო პოლიტიკაში. ასორტიმენტის გლობალური გაფართოებისას გარდაუვალია შეიქმნას საქონლის კატეგორიის საერთო დაპირობითი მინიმუმი, როცა კომპანიას არ სურს გაყიდოს უფრო იაფად და სურს გადაფაროს პროდუქციის ერთი კატეგორია მეორის პოპულარობით. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ! პროდუქციის ძალიან დიდიგაყიდვების და მიმოქცევის გამო, ძალიან გვაფასებენ მომწოდებლები და გვანიჭებენ კიდეც თანამშრომლობის ექსკლუზიურ უფლებებს, რაც თავის მხრივ, ჩვენ საშუალებას გვაძლევს შევუქმნათმაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები ჩვენს მყიდველებს.

მთავარი მიზანი არის ჩვენთვის დამკვიდრდე ხარისხით და არა ფასით. ჩვენი სეგმენტი- ერთი დიდი უნიკალური სოციალური ჯგუფია და სწორედ რომ ZomaShop - მისი მთავარი მოწოდება. და, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ეს დიდი მეგობრული ჯგუფი გაერთიანდა ჩვენი მაღაზიის ირგვლივ. ასეთი მეგობრული დამოკიდებულება და რჩევები ხელსაყრელია ორივე მხარისათვის.

მუდმივი სპეცწინადადებები და აქციები.

ხელსაყრელი საკუთარი ლოჯისტიკა და საბანკო ბარათით გადახდა თვით საიტზე, თუმცა ასევე ფუნქციონირებს ოპერატორთან შეკვეთების ტრადიციული სექტორიც.

მუდმივი საინფორმაციო თანამშრომლობა და საკუთარი რესურსების განვითარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს საკუთარი Facebook და YouTube.

ჩვენი ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და ფართოვდება, ვაწარმოებთ უწყვეტ მონიტორინგს, ვზრდით ასორტიმენტს, თავად ვაწარმოებთ მოთხოვნად პროდუქციასაც.

ვთანამშრომლობთ მხოლოდ საიმედო მომწოდებლებთან. უკვე სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია წინასწარ ტესტირებას გადის ჩვენს კომპანიებში(დასუფთავებაში და სამრეცხაოში), რაც, თავისთავად, უხარისხო პროდუქციის არსებობას სრულიად გამორიცხავს.

ყველაფერში სასურველი და ხელმისაწვდომი ხარისხი ჩვენი კომპანიის მთავარი პოსტულატია.

ინტერნეტ მაღაზია ZomaShop არა ერთი, ან რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფის შემოსავლის წყაროა, არამედ, ეს ერთი სრულიად შეკრული და მიზანდასახული ჯგუფია და ჩვენი მთავარი მიზანიაპროფესიონალური ჰიგიენისა და სისუფთავის მიმართულებების პოპულარიზაციაა საქართველოში.

თქენ, ძვირფასო მომხმარებლებო! უკვე ინტერნეტ მაღაზიის ხარისხიან მომსახურეობაში უშუალო მონაწილეობას ღებულობთ, რისთვისაც გულითად მადლობას გიხდით.

მომავალშიც, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, იქნება გათვალისწინებული თქვენი ყველა მოთხოვნა

შეუჩერებლივ ვიმუშავებთ თქვენი მაქსიმალური კომფორტისა და მაქსიმალური ხარისხის ოპტიმიზაციაზე, რათა თქვენ გაგიადვილდეთ საურველი პროდუქციის არჩევა.

თუკი გაქვთ რაიმე დეტალური წინადადებები, შემოთავაზებები, რისი ნახვაც გსურდათ ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ მოგვწეროთ, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: upgrade@zoma.ge მე თავად გავეცნობი შემოთავაზებულ საუკეთესო იდეებს, რომლებსაც თქვენთან ერთად განვახორციელებთ თქვენივე მაქსიმალური კომფორტისთვის.

მადლობას გიხდით, რომ გააკეთეთ სწორი არჩევანი!

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,

ლადო ჭელიძე