ამ სტატიაში გაეცნობით მინისებრი ზედაპირის წმენდის დროს დაშვებულ შეცდომებს და მისი სწორი მოვლის მეთოდებს.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ქიმიკატთან ურთიერთობისას, აუცილებელია გამოიყენოთ დამცავი ხელთათმანები და სათვალე.
არ აქვს მნიშვნელობა, მინის საწმენდად იყენებთ Zoma R3-ს, თუ სხვა საწმენდ საშუალებას, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, თუ გსურთ, რომ სარკე და სხვა მინისებრი ზედაპირი გაიწმინდოს კარგად და მიიღოთ უკეთესი შედეგი.
პირველ რიგში, მინისებრი ზედაპირების საწმენდად გირჩევთ გამოიყენოთ მიკროფიბრის ნაჭერი. რატომ?
-ის იღებს ზედაპირიდან დაბინძურებას გაცილებით ეფექტურად და არ ტოვებს ბუსუსებს წმენდის შემდეგ (ქაღალდის ხელსახოცისა და ხშირ შემთხვევაში, სხვა ტიპის ტილოებისგან განსხვავებით).
სარკის წმენდისას, ხშირად ვხვდებით შემდეგ შეცდომებს:
რატომ არ შეიძლება სპრეის პირდაპირ ზედაპირზე მისხურება?
მეორე, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა არის ზედაპირის წრიული მოძრაობით გაწმენდა.
წრიული მოძრაობით ზედაპირის გაწმენდა ხელს უწყობს:
ზედაპირი გაწმინდეთ მხოლოდ ვერტიკალური, ან ჰორიზონტალური მიმართულებით!
იმ შემთხვევაში, თუ სარკის სიდიდიდან გამომდინარე, რთულია მას მიწვდეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელესკოპური ჯოხი.