კომპანიის შესახებ
კლინტექი: ლიდერი პროფესიონალური სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების სფეროში საქართველოში
კლინტექი არის წამყვანი ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია პროფესიონალური სადეზინფექციო, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ოპერირებს როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. გარდა ამისა, კლინტექი ახორციელებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (როგორიცაა Diversey, Taski, Ermop, IPC, mercator) პროდუქციის იმპორტს.
ჩვენი წარმოება
კომპანია „კლინტექის“ ისტორია 2003 წელს დაიწყო. დამფუძნებლის, ვლადიმერ ჭელიძის თქმით, ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ხარისხით გამორჩევა და არა ფასით.

სწორედ ამ მიდგომამ, რომელიც მაღალ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასებთან აერთიანებს, ხელი შეუწყო როგორც „კლინტექის“, ასევე მისი პარტნიორების ბიზნესის წარმატებულ განვითარებას.
ტურიზმის სექტორის აქტიურ ზრდასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მაგრამ ბიუჯეტურ პროდუქციაზე. ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია კლინტექმა შექმნა ახალი, ადგილობრივი ბრენდი ZOMA.
ZOMA - პროფესიონალური გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროსთვის
ZOMA გთავაზობთ პროფესიონალური სარეცხი საშუალებებისა და ჰიგიენური ქაღალდის ფართო ასორტიმენტს, რომელიც სპეციალურად 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა და არასაერთაშორისო ობიექტებისთვის შეიქმნა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია არა მხოლოდ პროდუქტის შექმნა, არამედ მისი შედეგიანობა და უსაფრთხოება.
ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება
კომპანია კლინტექმა შექმნა საკუთარი ლაბორატორია, სადაც წარმოების ყველა ეტაპზე მკაცრი კონტროლი ხორციელდება. თითოეული ინგრედიენტი გადის საფუძვლიან ტესტირებას, რაც უზრუნველყოფს ZOMA-ს პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და საიმედოობას.
ჩვენი პროდუქცია დამტკიცებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ეს სერთიფიკატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ZOMA არის სანდო და უსაფრთხო არჩევანი თქვენი ბიზნესისთვის.
ZOMA-ს პროდუქცია არის ჭკვიანური გადაწყვეტილება მათთვის, ვინც ეძებს ხარისხისა და ბიუჯეტის ოპტიმალურ ბალანსს.

.png)
კომპანიის მფლობელობაშია ორი დამოუკიდებელი საწარმო:




2025 წლიდან საწარმოო ხაზს სრულად ავტომატიზირებული კონვეერი დაემატა, რაც ბრენდისთვის სტრატეგიულ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს. ახალი ხაზი უზრუნველყოფს დიდი მოცულობის შეკვეთების უმოკლეს ვადებში შესრულებას

ჩვენი ბრენდები
კომპანია „კლინტექი“ მუდმივად ვითარდება და აფართოებს საკუთარ ასორტიმენტს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვანვითარებთ ორ განსაკუთრებულ კოსმეტიკურ ხაზს: „Zen“-ს, რომელიც სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნებებს გპირდებათ, და „Aroma“-ს, რომელიც ბუნებრივი სურნელების ჯადოსნურ სამყაროში ჩაგძირავთ

ჩვენი კომპანია ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს იცავს. სანამ პროდუქცია მომხმარებლამდე მიაღწევს, ის გადის საფუძვლიან პრაქტიკულ ტესტირებას და უმკაცრეს შემოწმებას. ეს პროცესი მოიცავს ჩვენი გუნდის ყველა შესაბამის დეპარტამენტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს ჩვენს მაღალ მოთხოვნებს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მხოლოდ დადასტურებულად სანდო პარტნიორებთან და ვაკონტროლებთ წარმოების თითოეულ ეტაპს, რათა უხარისხო პროდუქცია სრულად გამოირიცხოს.
გეორაფიული გაფართოება
Zoma არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს საზღვრებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა გაცდა ეროვნულ მასშტაბებს და უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჩვენი პროდუქციის ექსპორტი აქტიურად ხორციელდება მეზობელ ქვეყნებში.
ჩვენი წარმატება საერთაშორისო ბაზარზე განპირობებულია ოფიციალური წარმომადგენლებისა და დილერების მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც Zoma-ს სახელით მოქმედებენ.
ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Zoma არის ბრენდი, რომელიც იზრდება და ვითარდება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ რეგიონალურ დონეზეც.
საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებების მენეჯმენტიჩვენი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ZOMA-ს კონფერენციები, რომელიც სპეციალურად HORECA ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ტარდება.
ამ ღონისძიებებზე განვიხილავთ ჰიგიენის თანამედროვე სტანდარტებს, Housekeeping-ის უახლეს მიდგომებს, ჩვენს უნიკალურ კოსმეტიკურ ხაზს, Zen-ს, და არომა ბრენდინგის უპირატესობებს.
ZOMA მუდმივად გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა კიდევ უფრო გააფართოვოს პარტნიორების წრე და გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება.
ტრენინგები და სოციალური პასუხისმგებლობა
კლიენტებისთვის დამატებითი ღირებულების შესაქმნელად, Cleantech გთავაზობთ პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ სპეციალურ ტრენინგებს.
ჩვენი ტრენინგ ცენტრის მთავარი მიზანია დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება დასუფთავების თანამედროვე მიდგომებისა და სტანდარტების შესახებ.
ტრენინგები რეგულარულად ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის სასტუმროებში, რესტორნებში, საავადმყოფოებში, კაფეებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
ასევე ეს ტრენინგები სისტემატიურად უტარდებათ კომპანიების თანამშრომლებს, მათ შორის გაყიდვებისა და საწარმოს თანამშრომლებს, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეცნონ დარგობრივ სიახლეებს.
ამ სერვისით, Cleantech უზრუნველყოფს, რომ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა საჭირო ცოდნა და უნარი, რათა მიაღწიონ უმაღლეს ჰიგიენურ სტანდარტებს.

მიმართულება რეგიონალური და სტრატეგიული ბაზრებისთვის.
კომპანია „კლინტექი“,ZOMA-ს ბრენდის მფლობელი, აგრძელებს სტრატეგიულ მომხმარებლებთან მუშაობას ეროვნულ დონეზე, ხოლო ახალი ექსკლუზიური პარტნიორები რეგიონალური ბაზრის განვითარებაზე, მცირე და საშუალო ზომის ობიექტების მხარდაჭერაზე ფოკუსირდებიან.
ეს ჰიბრიდული მოდელი – სადაც „კლინტექი“ აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო და სტრატეგიულ კლიენტებთან, ხოლო ახალი პარტნიორები რეგიონულ ბაზარს ანვითარებენ – უზრუნველყოფს მორგებულ, მოქნილ და ხარისხზე ორიენტირებულ მომსახურებასა და პროდუქციის ასორტიმენტს თითოეული რეგიონალური მომხმარებლების.
ასევე გთავაზობთ ახალ ქართულ ინტერნეტ სივრცეს , საცალო მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა — zomashop.ge შეუერთდა. საიტი სპეციალიზებულია საცალო გაყიდვებზე და მომხმარებელს სთავაზობს გამარტივებულ, კომფორტულ და დაცულ შოპინგის გამოცდილებას.საიტი მორგებულია ნებისმიერ მოწყობილობაზე, რაც შოპინგს სწრაფსა და სასიამოვნოს ხდის.

კლინტექის ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება და ფართოვდება. ამასთანავე, ვახორციელებთ უწყვეტ მონიტორინგს წარმოებაში. ვთანამშრომლობთ მხოლოდ საიმედო მომწოდებლებთან და ვაწარმოებთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას. კლინტექის გუნდი მუდმივად მუშაობს თქვენთვის მაქსიმალური კომფორტისა და ხარისხის ოპტიმიზაციაზე, რათა გაგიადვილდეთ სასურველი პროდუქციის შერჩევა.
მოხარული ვიქნები, მივიღო შემოთავაზებები სამომავლოდ თანამშრომლობის პერსპექტივით. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lx@diversey.ge
მე თავად გავეცნობი შემოთავაზებულ საუკეთესო იდეებს, რომლებსაც თქვენთან ერთად განვახორციელებთ, თქვენივე მაქსიმალური კომფორტისთვის.
მადლობას გიხდით, რომ გააკეთეთ სწორი არჩევანი!
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
ლადო ჭელიძე