ტრენინგების ჩამონათვალი და თემატიკა:
- შენობის მოვლის სისტემა - აღნიშნულ კურსში გაეცნობით, იმას თუ როგორ უნდა მოვახდინოთ შენობის პროფესიონალური დასუფთავება მინიმალურ დროში - პროფესიონალური სარეცხი საშუალებების, ხელსაწყოებისა და დანადგარების მეშვეობით.
- HACCP - სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სტანდარტები, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უკეთესად აწარმოოთ პროდუქტი, მონიტორინგი გაუწიოთ სამზარეულოში არსებულ პროცესებს და რაც მთავარია უვნებელი პროდუქტი მიაწოდოთ თქვენს საბოლოო მომხმარებელს. სასურსათო უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სერტიფიკატის მიღება , მნიშვნელვანია არა მხოლოდ თქვენი თანამშრომლებისა და თქვენი ბიზნესისთვის, არამედ მომხმარებლისთვისაც.
- პერსონალის ჰიგიენის სტანდარტები - შეისწავლით პერსონალის ჰიგიენის სტანდარტებასა და უსაფრთხოების წესებს.
- უსაფრთრთხოების ნიშნები და დანადგარების გამოყენება - კურსში შეისწავლით პროფესიონალური სარეცხი საშუალებების, დანადგარების გამოყენების, დოზირებისა და უსაფრთხოების წესებს
- სამრეცხაოს სტანდარტები - ეს კურსი განკუთვნილია იმათთვის ვისაც სურს პროფესიონალური სამრეცხაოს ჰიგიენის სტანდარტებს გაეცნოს.
ჩვენი ტრენინგ ცენტრი მუდმივად ანახლებს პროგრამებს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.
შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ტრენინგები სასურვლი თემატიკის მიხედვით