ინფექციის აფეთქება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს და ჩვენ არასდროს ვიცით როდის მოხდება ეს. მზადყოფნა და წინასწარი გეგმარება საჭიროა კრიტიკულ მომენტში სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. ყველა შემთხვევა განსხვავებულია და დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე, თუმცა ინფექციის პროფილაქტიკის ყველა პროგრამა დაფუძნებულია ძირითად ამოცანებზე რომლებიც მოცემულია ქვევით მოყვანილ ჩამონათვალში.
ინფექციის პრევენციის საუკეთესო პროგრამები შემუშავებულია კრიზისამდე. ძალზედ მნიშვნელოვანია გუნდის შექმნა, რომელიც რეგულარულად შეიკრიბება, იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს დაწესებულებისთვის, ამ მიმართულებით.
ეს გუნდი გამოავლენს ჩამოაყალიბებს, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს დაწესებულებას სხვადასხვა ინფექციური გამოწვევების დროს, როგორიც არის მაგალითად: გრიპის, ებოლას, ან MERS-ის აფეთქება...
რისკების შეფასების დასრულების შემდეგ, გუნდმა უნდა გასცეს რეკომენდაციები დაწესებულებისთვის. მაგალითისთვის, ეს შეიძლება შეიცავდეს: ხელსაბანების დამატებას, ისეთი ნივთების მომარაგებას, როგორიცაა: სადეზინფექციო საშუალებები, სადეზინფექციო ხელსახოცები, ხელის ჰიგიენის საშუალებები. შესყიდვების პროცესი დროის მომცველია, ამიტომაც მიზანშეწონილია ეს ყველაფერი მოხდეს ინფექციის აფეთქებამდე, რომ იყოთ მზად.
ნიშნები და სხვა საკომუნიკაციო მასალები აუცილებელია, თუ დაწესებულებას სურს, რომ სტუმარმა/მომხმარებელმა დაიცვას გარკვეული ნორმები, როგორიცაა მაგალითად - ხელების ხშირი დაბანა, ან ხელის სადეზინფექციო საშუალების გამოყენება. კარგი დიზაინის მანიშნებლების საშუალებით, დაწესებულებაში ამ ქცევის ნორმების შესრულების დონე აიწევს, ამასთან გაზრდის ნდობას დაწესებულების მიმართ და დადებითად იმოქმედებს მის რეპუტაციაზე.
უეცარი ვირუსული აფეთქების დროს, დაწესებულება რეაგირებას მოახდენს გაცილებით სწრაფად და მარტივად, ამასთან, მოიგებს დროს, იმ შემთხვევაში, თუ მას მომარაგებული ექნება შემდეგი საშუალებები: სადეზინფექციო ხსნარები, ჰიგიენის საშუალებები, საწმენდი საშუალებები, ერთჯერადი ხელსახოცები, ქაღალდის პირსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ჩამოსხმული წყალი, ხელთათმანები, ნიღბები და ა.შ. დაგეგმვა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ საჭირო ნივთების სიის შედგენას, არამედ მათ სავარაუდო რაოდენობას და მიწოდების უწყვეტობის შენარჩუნებას.
ხელების ჰიგიენა არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა პათოგენების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
წყლითა და საპნით ხელის დაბანა ეფექტურად აშორებს ვირუსებს და სხვა პათოგენებს. თუ გამოიყენებთ დამატებით პროდუქტებს, როგორიც არის ანტიბაქტერიული საშუალებები, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ისინი შეესაბამება სტანდარტებს და არის ეფექტური პათოგენების წინააღმდეგ.
მაგალითად: SARS-Cov-2, რომელიც იწვევს Covid 19-ს, არის გარსიანი ვირუსი,რომელიც მარტივად ნადგურდება. ხელის ჰიგიენის საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვირუსოციდულ სტანდარტს (EN 14476) არის ეფექტური მსგავსი ტიპის გარსიანი ვირუსების წინააღმდეგ.
სუფთა ხელები არ შეაჩერებს ბაქტერიების გავრცელებას, თუ ისინი შეეხება დაბინძურებულ ან დასნებოვნებულ ზედაპირს. ამიტომაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მოხდეს ზედაპირების რეგულარული, ყოველდღიური წმენდა და დეზინფექცია შესაბამისი პროდუქტებით. ვირუსული აფეთქების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქტის შეცვლა ან გაწმენდის სიხშირის გაზრდა. მაგალითად, სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებენ EN 144 76-ის მოთხოვნებს, ეფექტურია ისეთი გარსიანი ვირუსების წინააღმდეგ, როგორიცაა SARS-CoV-2.
ყველა დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სტანდარტული დასუფთავების პრაქტიკა, რომელშიც აღწერილია:
დასუფთავება უნდა მოიცავდეს ისეთ რეკომენდაციებსაც, როგორიცაა:
პერსონალს აუცილებლად დასჭირდება: ქიმიკატგამძლე ხელთათმანები, ხალათები, ნიღბები, თვალის დამცავი აღჭურვილობა. როგორც გეგმის სხვა ნაწილები, დაწესებულებაში წინასწარ უნდა იყოს მომარაგებული დამცავი აღჭურვილობა. ასევე, პერსონალს დასჭირდება ტრენინგი, აღჭურვილობის სწორად გამოყენების შესახებ, ჩაცმისა და მისი სწორი მოხსნის მეთოდების შესახებ. პერსონალს ასევე კარგად უნდა ესმოდეს ხელის ჰიგიენის აუცილებლობა დამცავი აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.
ბევრ დაწესებულებას ძალიან კარგად აქვს შემუშავებული მონიტორინგის პროგრამები ხელის ჰიგიენის, ზედაპირების წმენდის და დამცავი აღჭურვილობის გამოყენების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ სწორი პოლიტიკის გატარებაზე, არამედ მათ შესრულებაზეც. არასამედიცინო დაწესებულებებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მსგავსი მიდგომა მონიტორინგის მიმართულებით, უზრუნველყოფს თანამშრომლებისა და მათი გარშემომყოფების დაცვას.