საკვების უსაფრთხოება იწყება ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვით. რაც ასევე მოიცავს სამუშაო აღჭურვილობების აგებულებას და საწარმოში მათ სწორად განლაგებას.
წარმოგიდგენთ ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების 10 ძირითად პრინციპს, კვებისა და სასმელების მრეწველობაში, წარმოებაში დაბინძურების რისკის შესამცირებლად და ეფექტური სანიტარიის უზრუნველსაყოფად.
პირველი, უმნიშვნელოვანესი პუნქტი არის რისკები შეფასება, რომელიც არსებობს, ან შეიძლება წარმოიშვას წარმოების პროცესის განმავლობაში.
პრინციპი არ მოიცავს მხოლოდ საკვებთან კონტაქტში არსებულ ზედაპირებს, არამედ წარმოებაში არსებულ ყველა ზედაპირს, და ადამიანებს, რომლებსაც უწევთ მათთან სეხება. ყველა მათგანი ატარებს ჯვარედინი დაბინძურების რისკს.
რისკების შეფასების გარდა, უნდა ხდებოდეს მისი მუდმივი გადახედვა.
რისკების კატეგორიზაცია შეიძლება მოხდეს შემდეგნაირად:
სამუშაო მოწყობილობები და საკვებთან შეხებაში არსებული ზედაპირები უნდა იყოს აგებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი დასუფთავება მარტივად. ზედაპირები უნდა იყოს დაპროექტებული ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული ბაქტერიების შეღწევა და გამრავლება.
რეკომენდებულია ზედაპირები იყოს ოდნავ დახრილი. მისაღებია უჟანგავი ლითონის ზედაპირის უსწორმასწორობა იყოს 0.8 მიკრომეტრზე ნაკლები. (RA).
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზედაპირები დროთა განმავლობაში იცვითება, ზიანდება. ამიტომ, აუცილებლად, დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს მისი შემოწმება, შეკეთება. უნდა შეფასდეს მისი შესაბამისობა გამოყენებისთვის. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს დაზიანებული მოწყობილობის გაპრიალება, პასივაცია და ა.შ.
საკვების გადამამუშავებელი მოწყობილობები სრულად უნდა შეესაბამებოდეს მასში დამზადებულ პროდუქტებს, ისევე როგორც საწარმო გარემო, სადეზინფექციო, საწმენდი, ქიმიური საშუალებები და დასუფთავების მეთოდები.
მასალებს უნდა ჰქონდეს შეუღებავი ზედაპირი, ასევე, ზედაპირები არ უნდა შეიცავდეს რაიმე ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მასზე საკვების ნარჩენები.
ელექტრო კომპონენტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი IP კლასიფიკაცია.
უჟანგავი ფოლადის ტიპები AISI-304 გვთავაზობს საკმარის დაცვას კოროზიისგან და ფართოდ გამოიყენება ნეიტრალური პროდუქტებისთვის.
მეტად მჟავიან ან ჟანგვად გარემოში გამოიყენება AISI-316 ან AISI-316L.
გამოყენებიდან გამომდინარე, ზოგიერთ პლასტმასს შესაძლოა ჰქონდეს უპირატესობა და უკეტესი ქიმიური გამძლეობა უჯანგავი ფოლადისგან განსხვავებით.
არჭურვილობას უნდა ჰქონდეს კარგი სადრენაჟო სისტემა, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამოყენებული საწმენდი პროდუქტები გადარეცხვის შემდეგ მთლიანად მოსცილდება ზედაპირს და არ იქნება ბაქტერიების აკუმულაციის რისკი.
ყველა შიდა თუ გარე მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური გადინების სისტემა. ეს ნიშნავს, რომ არ ჰქონდეს ჰორიზონტალური ზედაპირები და ყველა მათგანს ჰქონდეს მინიმუმ 3%-იანი დახრა.
თუ დასუფთავების მეთოდი არ არის CIP(შიდა), აღჭურვილობის ყველა ნაწილი ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინსპექტირებისთვის, მოვლა-შენახვისთვის და დასუფთავება/დეზინფექციისთვის, დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.
ისეთი წერტილები, როგორიცაა: მანქანებზე ღილაკები, სარქველების სახელურები, გადამრთველები, სენსორული ეკრანები და სხვა, უნდა იყოს შემუშავებული ისე, რომ არ ხვდებოდეს მათში წყალი და საწმენდი სითხეები დასუფთავების პროცესში. ნებისმიერი დიზაინი უნდა იყოს შემუშავებული დახრის პრინციპით, რომ არ მოხდეს მათი გამოყენება თაროების ან სათავსოების დანიშნულებით.
ეფექტურად უნდა გაიწმინდოს დანადგარების გარე მახრეც.
უწყვეტი შედუღება არის საუკეთესო ტექნიკა უჟანგავი ფოლადის კომპონენტების დასამზადებლად. ხარისხის თვალსაზრისით, ცუდ შედუღებას აქვს ასეთივე ცუდი ვიზუალური ეფექტი დასრულებულ ზედაპირზე. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, შედუღების ადგილზე რჩება ზედმეტობა (არის გადავსებული) ან გვაქვს მცირე ნაპრალები. გარეგან მხარეზე ცუდი შედუღების კვალი, ნიშნავს მის ცუდ ფინიშს შიდა მხარეზეც. ყველა შედუღება უნდა შემოწმდეს ენდოსკოპის საშუალებით და ზოგიერთ შემთხვევაში სჭიროა რენტგენის გამოყენებაც კი.
ღრუები და ნაპრალები აღჭურვილობაზე უნდა იქნას აღმოფხვრილი და დალუქული მომენტალურად იქ სადაც შესაძლებელია.
დანადგარები ისე უნდა იყოს დაპროექტებული და კონსტრუირებული, რომ დამატებითი ნივთიერებებს (მაგ: საპოხი მასალებს და სხვა) არ ჰქონდეს კონტაქტი კვების პროდუქტებთან. ისინი უნდა იყოს მდგრადი ბზარების, გახეხვის, აქერცვლის მიმართ. ღია კონტეინერები უნდა იყოს დაცული.
წარმოების პროცესები უნდა მიმდინარეობდეს ერთი მიმართულებით.
აუცილებელია შესაფერისი განათების დონე დასუფთავების პროცესისთვის და ინპექტირებისთვის. განსაკუთრებით წარმოების სივრცეში. ინსპექტირების პროცესში არასაკმარისი განათების გამო, შესაძლებელია დაბინძურება შეუმჩნეველი დარჩეს.
დასუფთავებისთვის ყველა საჭირო ქიმია, სადეზინფექციო თუ სხვა საშუალება უნდა იყოს შესაბამისი იმ ზედაპირისთვის, რომელზეც მას ვიყენებთ. შესაბამისობის გადამოწმების გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მათი გამოყენება, ვინაიდან ხსნარის მისთვის შეუსაბამო ზედაპირზე მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი დაზიანება.