ხალიჩის სწორი მოვლა დაწესებულებებში

კომერციულ დაწესებულებებში ხშირად აგებენ ხალიჩებს რომ შექმნან კომფორტული და სასიამოვნო ვიზუალი. არჩევანი დიდია, თუმცა ნებისმიერი ტიპის ხალიჩა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას. ხალიჩის არსებობა თავის მხრივ ახანგრძლივებს მყარი იატაკების სასიცოცხლო დროს, სწორედ ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას დაწესებულებებში მის გამოყენებას.

რომ შევინარჩუნოთ ხალიჩის პირვანდელი სახე მაქსიმალურად დიდხანს და ავირიდოთ თავიდან ზედმეტი ხარჯი, მნიშვნელოვანია შევიმუშავოთ ხალიჩის მოვლის პროგრამა რაც მოიცავს საუკეთესო ინსტრუმენტებს და მეთოდს.

ავიცილოთ თავიდან ხშირად დაშვებული შეცდომები:

ბევრი ტიპის ხალიჩის მოვლის საშუალებების, ქიმიის, ინსტრუმეტების გამოყენებისას, რაც დღეს ბაზარზეა, რთულია მათი უპირატესობების და ნაკლის გაგება. გარდა ამისა, კადრების ხშირი ცვლა დაწესებულებებში იწვევს ხშირი ტრენინგების საჭიროებას და ართულებს პროცედურების ერთი სტანდარტით მუშაობის შენარჩუნებას, რაც შეიძლება უარყოფითად აისახოს ხალიჩის იერსახეზე და მის სასიცოცხლო დროზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

გაითვალისწინეთ შემდეგი:

ხალიჩის რეგულარული მოვლა. ზოგ დაწესებულებაში ხალიჩის გაწმენდას მიიჩნევენ ბოლო ან ნაკლებად საყურადღებო საქმედ და არ წმენდენ სანამ რაიმე შესამჩნევი დაბინძურება არ ექნება მას. ხალიჩა საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას და არა მხოლოდ მის ლაქებისგან გაწმენდას.  

შესაფერისი ფეხსაწმენდების სისტემა (ჭუჭყდამცავი საფარები)

ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალიჩის მაქსიმალურად სუფთად შესანარჩუნებლლად. მასზე არსებული დაბინძურების 85% მოდის ვიზიტორებზე, რომლებიც შემოდიან გარედან. ჭუჭყდამცავი სისტემის პროგრამა უზრუნველყოფს ტალახიანი წყლის და თოვლის დიდი ნაწილის დაკავებას, სანამ სტუმარი ფეხსაცმლით გაივლის ხალიჩაზე. რეკომენდებულია ფეხსაწმენდები განთავსდეს როგორც კარის შიდა, ისე გარე მხარეს. სისუფთავის შესანარჩუნებლად კი მათი გამოცვლა უნდა მოხდეს ხშირად.

მტვერსასრუტის გამოყენება.

ყოველდღიურად მტვერსასრუტის გამოყენება აშორებს მშრალი დაბინძურების 90%-ს. ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს მისი გამოყენება რეგულარულად. ტომარის გამოცვლა კი უნდა ხდებოდეს მინიმუმ მისი ნახევრად გავსებისთანავე, რომ მანქანამ შეძლოს ეფექტურად მუშაობის გაგრძელება.

ხშირად არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობის წყალი.

ცხელი წყლით ექსტრაქციის მეთოდი ძირითადად გულისხმობს დიდი რაოდენობის წყლის გამოყენებას. თუ არ მოხდა ამ წყლის სწორად მოცილება და სწრაფი შრობა, შეიძლება მივიღოთ ძალიან ცუდი შედეგი. კვლევების მიხედვით (DPM Floor and Upholstery Care studies) ცხელი წყლით ექსტრაქციას შეუძლია დაახლოებით 150%-ით გაზარდოს მიკრობების გამრავლების ალბათობა. ზედმეტად წყლით გაჟღენთამ, შეიძლება გამოიწვიოს ობის მოდება ხალიჩაზე, ასევე ხელს უწყობს მისი ტექსტურის დაშლას. 

ლაქების მოცილება.

ყავისა და ღვინის ლაქები დაწესებულებაში არსებულ ხალიჩაზე ხშირია. ხალიჩის გაწმენდა უნდა მოხდეს ლაქის ტიპიდან გამომდინარე. მაგალითად, ორგანული ლაქების გაწმენდა რომელიც გამოწვეულია შარდით ან ღებინებით, უნდა მოხდეს საშუალებით, რომელიც ფორმულირებულია სუნის გამომწვევი შემადგენლობის აღმოსაფხვრელად. ცხიმოვანი და ზეთოვანი ლაქებისთვის საჭიროა ქიმია, რომელიც არის წყალზე დაფუძნებული და არააალებადი.

მუდმივად უნდა ხდებოდეს ხალიჩის შემოწმება და იმ შემთხვევაში თუ დააფიქსირებთ რაიმე ლაქას, უნდა მოხდეს მისი მომენტალური მოცილება. დატოვების შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს შემდგომში მისი მოცილება. ასევე, ქიმიკატები უნდა იყოს ხალიჩის ტიპისთვის შესაბამისი.

არ ვივარაუდოთ რომ თანამშრომლებმა იციან ყველაფერი.

დასუფთავების სფეროში კადრები ხშირად იცვლება. ბევრ ახალ თანამშრომელს შესაძლოა ამ სფეროში მცირე გამოცდილება და ცოდნა ჰქონდეს, შესაბამისად საჭიროა მათი დატრენინგება. ხალიჩის მოვლა მოიცავს არა მხოლოდ სწორი ინსტრუმენტების გამოყენებას, არამედ კადრების დატრენინგებას, რაც ასევე დაეხმარებათ თანამშრომლებს იყვნენ მეტად პროდუქტიულები და ეს თავის მხრივ შეუნარჩუნებს ხალიჩას საუკეთესო ვიზუალს.

დამატებითი რეკომენდაციები:

  1. ხალიჩის გაწმენდის შემდეგ, მნიშვნელოვანია სწორად მოვუაროთ საწმენდ მოწყობილობებს. ეს მოიცავს სწორ წმენდას, რეცხვას და დეზინფექციას. (მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციებს).
  2. მონიტორინგი. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თანამშრომლები მიჰყვებიან პროცედურებს თანმიმდევრულად.
  3. ხალიჩის სასიცოცხლო დროის გასახანგრძლივებლად, გაწმინდეთ ის ყოველდღიურად და აირიდეთ თავიდან ზევით ჩამოთვლილი შეცდომები.

 

ამ პუნქტების გათვალისწინების შემთხვევაში, დაწესებულებებს შეუძლიათ აიცილონ თავიდან ხალიჩის ფერისა და ტექსტურის დაზიანება და შეუნარჩუნონ პირვანდელი იერსახე მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში.

ხალიჩის მოვლის საშუალებები იხილეთ ბმულზე:

ლაქებისთვის - https://zoma.ge/product/diversey/000000165

გენერალური დასუფთავებისთვის - https://zoma.ge/product/diversey/000003572