დიდი თუ პატარა რესტორანი, არცერთი არ არის დაცული სისუფთავისა და სანიტარული პირობების სტანდარტების შენარჩუნების გამოწვევებისგან.
არ აქვს მნიშვნელობა რესტორნის სიდიდეს, თქვენ გჭირდებათ პროდუქცია, რომელიც არის ხარისხით აღიარებული/დადასტურებული.
სწორედ ამიტომ გადადის ყველა რესტორანი ისეთი ბრენდების პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც არის სანდო და სთავაზობს მათ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. რომელიც სთავაზობს ინდუსტრიას სიმარტივეს, პროფესიონალურ შედეგს, რომელზეც დამოკიდებულია მათი ბიზნესი.
ხარისხის პრეზენტაცია მხოლოდ სამზარეულოდან არ მოდის.
ბინძური საპირფარეშო სტუმარს ბევრს ეუბნება რესტორნის შესახებ და მათ შორის არცერთი არ არის დადებითი. Zogby International-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომხმარებლების 80%-ზე მეტი თავს არიდებს რესტორნის საპირფარეშოთი სარგებლობას, რომელიც არ არის მოწესრიგებული.
ძირითადად საპირფარეშოებში არის სხვადასხვაგვარი ზედაპირი, დაწყებული უნიტაზით, დამთავრებული საფირფარეშოს კედლებით და საჭიროა მთელი რიგი დასუფთავების აღჭურვილობა და ღრმა/სისტემატიური წმენდა, სისუფთავის შესანარჩუნებლად, რომელსაც ვერ მიაღწევთ ერთი ტიპის საწმენდი საშუალებებით.
Zoma.ge გთავაზობთ იდეალურ გადაწყვეტილებებს ყველა მათგანისთვის.
ნედლეულის შენახვის პირობები.
საკვების ნაჩენების გადაყრა მთავარი ეკონომიკური სტრესია რესტორნისთვის, ეს არის ფაქტიურად ინვესტიცია, რომლებიც მიდის ნაგავში, არასწორი შენახვის პირობების გამო.
პროდუქტები უნდა ინახებოდეს დადგენილი კლასიფიკაციისა და მათი სახეობის მიხედვით.
იხილეთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება - საზოგადოებრივ კვების ობიექტების მოწყობის, აღჭურვისა და ექპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ. იხილეთ მუხლითავი VIII, >> მუხლი #22
პირველი შთაბეჭდილება
მიუხედავად იმისა, რომ პირველი შთაბეჭდილების შექმნა შესაძლებელია ონლაინ, სოციალური ქსელების მეშვეობით, მაინც, მომხმარებლის პირველი შეხედულება რესტორნის მიმართ გამოწვეულია პირველად მისი ექსტერიერის დანახვით.
ჩატარდა გამოკითხვა და კითხვაზე თუ რა აიძულებდათ არასდროს არ ეჭამათ კონკრეტულ რესტორანში, გამოკითხულთა 51%-მა უპასუხა: ბინძური ფანჯრები და ვიტრინები.
შესაბამისად, ყველა დასუფთავების და შენახვის პირობების გაუმჯობესებისთვის გაწეული ხარჯი, არის ბიზნეს ინვესტიცია ნებისმიერი რესტორნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეკონომიური პროდუქტები მიმზიდველი იყოს, შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა უფრო ძვირი დაჯდეს და არასახარბიელოდ იმოქმედოს ბიზნესის წარმატებაზე.