დასუფთავების 4 ძირითადი წესი

არსებობს რამდენიმე წესი დასუფთავების სფეროში, რომელთა გათვალისიწნებაც, გვაძლევს  ბევრად ეფექტური შედეგს და ამასთან, გვეხმარება მოვიგოთ დრო.   

წესი N1. ყოველთვის გაწმინდეთ ზევიდან-ქვევით მიმართულებით.

ეს არის დასუფთავების უმნიშვნელოვანესი წესი, რადგან თუ გაწმენდას ქვედა ზედაპირიდან დავიწყებთ და შემდეგ გადავალთ ზედა ნაწილებზე, წმენდისას, მისგან წამოსული ჭუჭყი და მტვერი მოხვდება ქვედა ნაწილზე, რაც პროცედურის გამეორების საჭიროებას წარმოშობს.

 

წესი N2. ყოველთვის გაწმინდეთ სუფთადან-დაბინძურებულის მიმართულებით.

მეორე მნიშვნელოვანი წესი, წმენდა ყოველთვის დაიწყეთ ნაკლებად დაბინძურებული ადგილიდან, რომ არ მომხდეს უფრო მეტი ჭუჭყის გადატანა, ან ჯვარედინი დაბინძურება ნაკლებად ჭუჭღიან ზედაპირზე.

 

წესი N3. ვერტიკალურ ზედაპირებზე ქიმიკატი შეასხურეთ ქვევიდან-ზევით მიმართულებით.

როდესაც ქიმიკატს ზედა მხარეს ვასხურებთ, მისი წვეთები ზოლებად იღვენთება და შემდგომი შესხურებების დროს, სრულად ვერ აღწევს და არ ითვისებს ზედაპირს. რაც შეეხება გავლებას - საუკეთესო შედეგისთვის, გაავლეთ ზევიდან-ქვევით მიმართულებით (წესი N1).

წესი N4. დაიცავით კონტაქტის დრო

კონტაქტის დრო გასათვალისწინებელია არა მხოლოდ დეზინფექციისას, არამედ მაშინაც, როცა ვიყენებთ ნებისმიერ სტანდარტულ საწმენდ და სარეცხ საშუალებას. მოქმედების დრო უნდა მივცეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც მითითებულია ეტიკეტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ნაკლებ ეფექტური იქნება.