დაბინძურებულმა საკვებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს როგორც მომხმარებებლის ჯანმრთელობას, ისე კვების ობიექტის რეპუტაციას.
წარმოგიდგენთ საკვების დაბინძურების 4 გამომწვევ მიზეზს.
გარდა ჩვენთვის ნაცნობი სამი ძირითადი ზიანისა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური, არსებობს ალერგენული ტიპის ზიანიც. ნებისმიერი პროდუქტი საზიანო ხდება ამ ოთხი მიზეზით.
სწორედ ამიტომ ავალდებულებს კვების ბიზნესს კანონი, აკონტროლონ საკვები რომლებსაც ისინი აწარმოებენ, დაცული იყოს ამ ტიპის საფრთხეებისგან.
დაბინძურებული საკვების მიღებით გამოწვეული შედეგები შესაძლოა იყოს მძიმედ მომწამვლელი და სასიკვდილოც კი.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავიაზროთ ეს საფრთხეები და მუდმივად ვიზრუნოთ მის პრევენციაზე.
1. საკვების ქიმიური დაბინურება:
ეს არის პროცესი, როდესაც საკვებში ხვდება ქიმიური ნივთიერება. დასუფთავების და დეზინფექციის პროცესში, სამზარეულოში ხშირად გამოიყენება ქიმიკატები, რომლითაც ასევე იწმინდება საკვებთან კონტაქტში არსებული ზედაპირები. გასაკვირი არც არის, რომ არსებობს საფრთხე, ისინი მოხვდნენ საკვებში, თუ სწორად და საფუძვლიანად არ მოხდა მათი მოშორება ზედაპირიდან რომელზედაც მზადდება საკვები.
ყველა, ვინც იღებს მონაწილეობას მზადების პროცესში, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ საკვები, რომელსაც ისინი ამუშავებენ, სუფთაა ქიმიური დაბინძურებისგან. ამაში დასარწმუნებლად საჭიროა ჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება:
2. საკვების მიკრობული დაბინძურება:
მიკრობული დაბინძურება ხდება საკვებში მიკროორგანიზმების მოხვედრისას: ბაქტერიები, ვირუსები, ობი, ტოქსინები და ა.შ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით:
მიკრობიოლოგიური დაბინძურება საკვებით მოწამვლის შემთხვევებში ყველაზე გავრცელებულია. მისი პრევენციის საუკეთესო გზა არის მკაცრი, მაღალი-სტანდარტის საკვების ჰიგიენის პრაქტიკის დანერგვა დაწესებულებაში. რაც გულისხმობს:
3. საკვების ფიზიკური დაბინძურება:
საკვების ფიზიკური დაბინძურება ხდება უცხო ობიექტების მასში მოხვედრით. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს. ფიზიკურმა დაბინძურებამ შეიძლება მიაყენოს სერიოზული ზიანი მომხმარებელს (გაუტეხოს კბილი, გამოწვიოს ხრჩობა და ა.შ.).
ფიზიკური დაბინძურების მაგალითები: სამკაული, თმა, ქვა, მინის ნამსხვრევი...
საკვების მოსამზადებელ აღჭურვილობაზე არსებულმა დაზიანებამ, მაგალითად აფხეკილმა საღებავმა, ხის ნაფოტმა გატეხილი საჭრელი დაფიდან და სხვ. შესაძლოა ასევე შეაღწიოს საკვებში. ფიზიკური დამაბინძურებლები შესაძლოა იყვნენ მავნე ბაქტერიების მატარებლებიც, რამაც კიდევ უფრო მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.
ფიზიკური დაბინძურების პრევენციისთვის:
4. საკვების ალერგენული დაბინძურება:
ალერგენული დაბინძურება ხდება როცა საკვები, რომელსიც იწვევს ალერგიულ რეაქციას, კონტაქტში შედის სხვა საკვებთან. მაგალითად, თუ ჩვეულებრივი პურის დასაჭრელად გამოვიყენებთ დანას, შემდეგ კი ამავე დანას პურზე, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.
არსებობს 14 ტიპის ალერგენი. ეს არის საკვები, რომლებსაც აქვს ალერგიული თვისებები.
ძირითადი ჩამონათვალი: გლუტენი, არაქისი, კვერცხი, მდოგვი, სოიოს მარცვალი, რძე, თევზი, მიწისთხილი,ხორბალი, ნიახური, მოლუსკები, სეზამის მარცვლები, სულფიტები და სულფურები, ლუპიდის მარცვლები და ა.შ.
ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ალერგია საკვებზე, საკმარისია უმცირესი რაოდენობით მისი მიღებაც კი, რომ გამოიწვიოს ფატალური შედეგი. ალერგენული დაბინძურების პრევენციისთვის უნდა მოხდეს შემდეგის გათვალისწინება:
ნებისმიერი საკვების დაბინძურებაა შესაძლებელი ჩამოთვლილთაგან ერთით მაინც: ქიმიური, მიკრობული, ფიზიკური, ალერგენული.
საკვების უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია, მუდმივად მოხდეს ზევით ჩამოთვლილი პრევენციული ზომების გატარება და მისი მუდმივი კონტროლი კვების ობიექტებში.
კომერციულ სამზარეულოში გამოსაყენებლად ნებადართული პროდუქტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: პროდუქცია რესტორნებისთვის