ხშირად შეხებადი ადგილების დეზინფექცია

თანამშრომლების და დაწესებულების სტუმრების უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების რეგულარული დეზინფექცია, რადგან ხშირი დეზინფექცია ანადგურებს მავნე მიკრობებსა და ვირუსებს ზედაპირებიდან და ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს სიის შედგენა სადაც მითითებული იქნება ზედაპირები და ნივთები, რომლებსაც დღის მანძილზე ხშირად ეხებიან როგორც თანამშრომლები, ისე სტუმრები.

ხშირად შეხებადი ზედაპირების მაგალითები:

კიბის მოაჯირი

კარის სახელურები

ნიჟარის შემრევები

ლიფტის ღილაკები

სინათლის ჩამრთველები

კომპიუტერის მაუსი/კლავიატურა

ტელეფონები

დისტანციური მართვის პულტები / სხვა საშუალებები

საკონფერენციო ოთახში: სკამის სახელურები/მაგიდები

 

რა სიხშირით უნდა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დეზინფექცია?

სხვა ზედაპირებისგან განსხვავებით, ხშირად შეხებადი ადგილების დეზინფექცია უნდა მოხდეს დღეში რამდენჯერმე, რომ აღმოიფხვრას ინფექციის პოტენციური საფრთხე.

როგორ?

მიკრობების და მავნე ბაქტერიების სრულად გასანადგურებლად, პირველ რიგში უნდა მოხდეს ზედაპირის გაწმენდა ნებისმიერი ტიპის დაბინძურებისგან და შემდეგ დეზინფექცია. ზედმიწევნით გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეკომენდაციები და ინსტრუქცია.  

ხშირად შეხებადი ადგილების სწრაფი დეზინფექციისთვის გამოიყენება ძირითადად ორი მეთოდი:

სადეზინფექციო ხსნარები სპრეის ბოთლით.

სადეზინფექციო ხელსახოცები.

სადეზინფექციო ხელსახოცების გამოყენება ბევრად პრაქტიკულია. გაითვალისწინეთ, რომ ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა ზედაპირზე უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა ხელსახოცი.