დეზინფექციის და სანიტარიზაციის საშუალებები არის ქიმიკატები, რომლებიც კლავს და აშორებს მავნე მიკროორგანიზმებს ზედაპირიდან. ამის მიუხედავად, არ აქვთ ერთი დანიშნულება, შესაბამისად არ შეიძლება მათი გამოყენება მონაცვლეობით. ნებისმიერი კვების ობიექტისთვის მნიშვნელოვანია ამ ორი ქიმიკატს შორის განსხვავების ცოდნა და მათი სწორად შერჩევა.
სანიტარიზაცია
ნებისმიერმა თანამშრომელმა, რომელიც ჩართულია დასუფთავების პროცესში, უნდა იცოდეს განსხვავება სტერილიზაციასა და სანიტარიზაციას შორის. ეს ორი ქიმიკატი იქმნება სხვადასხვა დანიშნულებისთვის. დეზინფექცია განკუთვნილია ყველა ტიპის ინფექცუიური სოკოსა და ბაქტერიის განადგურებისთვის ან მათი განეიტრალებისთვის. როცა სანიტარიზაცია არ ანადგურებს მიკროორგანიზმებს, მაგრამ ამცირებს მათ რაოდენობას უსაფრთხო დონემდე.
სანიტარიზაციას აქვს ნაკლები ანტიმიკრობული ეფექტურობა ვიდრე დეზინფექციას და ის არის უსაფრთხო საკვებთან შეხებაში არსებული ზედაპირებისთვის. ზოგადად, აუცილებელია მოხდეს ნებისმიერი ზედაპირის სანიტარიზაცია, რომელიც შეხებაშია საკვებთან. ნებისმიერი სანიტარიზაციის საშუალება, რომელსაც ვიყენებთ ზედაპირზე, უნდა იყოს კონკრეტული ორგანიზმებთან საბრძოლველად ეფექტური. მაგალითად, თუ ორგანიზმი, რომლის კონტროლიც გვსურს, არის ლისტერია მონოციტოგენები, უნდა გამოვიყენოთ საშუალება, რომელიც არის ეფექტური ამ ორგანიზმის მიმართ. სანიტაიზერები ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ზედაპირებზე, რომელიც არის გაწმენდილი და გადარეცხილი. სანიტაიზერი არ უნდა გადარეცხოთ ზედაპირიდან. სანიტარიზაციის შემდეგ ზედაპირი უნდა გაშრეს თავისით.
დეზინფექცია
სადეზინფექციო საშუალებები არ უნდა გამოვიყენოთ სანიტაიზერის მაგივრად, მიუხედავად იმისა რომ მათ აქვთ მაღალი ანტიმიკრობული ეფეტურობა. სანიტაიზერები არის უსაფრთხო გამოყენებისას და არ აზიანებს საკვებს მათში მოხვედრის შემთხვევაში, ძირითადად დეზინფექტანტებისგან განსხვავებით. სწორედ ამიტომ საჭიროებს გადარეცხვას სადეზინფექციო საშუალებები საკვებთან შეხებაში არსებული ზედაპირებიდან.
საკვებთან შეხებაში არსებული ისეთი ზედაპირები, რომლებზეც შესაძლოა იყოს ისეთი ვირუსი, როგორიცაა: ნოროვირუსი, ჯერ უნდა გაიწმინდოს, გადაირეცხოს, ჩატარდეს დეზინფექცია ისეთი საშუალებით, რომელიც ეფექტურია ამ ტიპის ვირუსის მიმართ, კიდევ ერთხელ გადაირეცხოს და ამის შემდეგ ჩატარდეს მისი სანიტარიზაცია.
სანიტაიზერის და დეზინფექტანტის გამოყენება:
სანიმუშო პრაქტიკა კვების ობიექტებისთვის არის მიკრობული კონტროლის წარმოება რომ შეამციროს ზედაპირების დაბინძურების რისკი.
ორივე მათგანი შეიძლება გამოვიყენოთ იატაკისთვის. შესაბამისად, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია იატაკის სანიტარიზაციისთვის გამოვიყენოთ იგივე პრეპარატი, რომელსაც ვიყენებთ საკვებთან შეხებაში არსებულ ზედაპირებზე სამზარეულოში.
მნიშვნელოვანია რომ კვების ობიექტებმა გამოიყენონ დადასტურებული ანტიმიკრობული საშუალება. როცა დეზინფექტანტი გამოიყენება ზედაპირებზე სადაც წესით სანიტაიზერი უნდა გამოვიყენოთ, არის საკვების დაბინძურების დიდი რისკი ანტიმიკრობული აგენტებით.
მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს თითოეული მათგანის დანიშნულება იხ. სქემა (წარმოდგენილია სტატიის დასაწყისში).
კლინტექი გისურვებთ ჯანმრთელობას.