ფერადი კოდირება

დასუფთავების და საკვების მოსამზადებლად საჭირო აღჭურვილობის ფერადი კოდირება არის ძალიან მარტივი და ეფექტური გზა ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

სამზარეულოს, საპირფარეშოს, მისაღები სივრცეების დასუფთავებისას ჩვენ ვხედავთ ვიზუალურ ეფექტს, თუმცა თვალით შეუმჩნეველია და სახიფათოა შეუმჩნეველი დაბინძურება, რომელიც გულისხმობს ბაქტერიებს, მავნე მიკრობებს და სხვა ბიოლოგიურ აგენტებს, რომლებიც მარტივად გადადიან ერთი ზედაპირიდან მეორეზე.

ფერადი კოდირების სისტემაში ძირითადად იყენებენ შემდეგ ფერებს: წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი. ეს ოთხი ფერი საკმარისია საფრთხის საგრძნობლად შესამცირებლად, ან მის აღმოსაფხვრელად, ამასთან არის მარტივი და ადვილად გასაგები დასუფთავების პროცესში ჩართული პერსონალისთვის.

შეიძლება თეთრი ფერის, ან ზოლიანი კოდირების დამატება, სპექტრის გაფართოებისთვის, თუმცა წარმოგიდგენთ სტანდარტული ფერადი კოდირების სქემას:

ძირითადად, ლურჯი გამოიყენება ბაქტერიების და მავნე მიკროორგანიზმების გავრცელების თვალსაზრისით, ნაკლები რისკის შემცველ ადგილებში.

მწვანე გამოიყენება სამზარეულოს ნაწილში.

წითელი - საპირფარეშოს ნაწილში.

ყვითელი - ძირითადად, ყვითელი ფერის ტილოებს გამოიყენებენ დეზინფექციისთვის.

ფერადი კოდირება აქტიურად გამოიყენება ყველა დაწესებულებაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრხოება. სამზარეულოს ნაწილში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა და მკაცრადაა განსაზღვრული ფერადი აჭღიურვილობის დანიშნულება. (მაგ: ლურჯი ტარის მქონე დანით დამუშავდეს მხოლოდ თევზეული და ა.შ.).

  1. დასუფთავების ოქროს წესი: დასუფთავება ყოველთვის დაიწყეთ მეტად დაბინძურებული ადგილიდან, სუფთა ადგილის მიმართულებით. რაც საგრძნობლად შეამცირებს ჯვარედინი დაბინძურების რისკს.

ფერადი კოდირების მიზანია გამოირიცხოს ჯვარედინი დაბინძურება ერთი ზედაპირიდან მეორეზე.

აუცილებელია დასუფთავების პროცესში ჩართული თანამშრომლები კარგად იყვნენ გათვიცნობიერებულები და ესმოდეთ განაწილებული ფერების დანიშნულება. საჭიროა რეგულარული ტრენინგი.

საჭიროა რეგულარული მონიტორინგი, რომ დარწმუნდეთ, პროცესები მიმდინარეობს თანმიმდევრულად და სწორად.

რა ტიპის აღჭურვილობაზე შეგვიძლია გამოვიყენოთ ფერადი კოდირება?

ურიკები და ვედროები.

მოპები (მოპის თავი, დამჭერი).

ჯაგრისები.

საწმენდი ტილოები.

საკვების მოსამზადებელი აღჭურვილობა (დანები, საჭრელი დაფები...).   

ნაგვის ურნები და ა.შ.