მიკროფიბრა

რა არის მიკროფიბრა?

მიკროფიბრა არის სინთეტიკური ფიბრა, რომელიც შექმნილია უნიკალური წარმოების ტექნოლოგიით და შეიძლება დაიშალოს 1/1000 დიამეტრზე, რაც ადამიანის თმის ღერის დიამეტრის ტოლფასია და რომელიც არის იმაზე მცირე, ვიდრე უმეტესი ბაქტერიების და მტვრის ნაწილაკები.

ეს ფიბრები სპეციალურად შემქნილია ტილოებისთვის და მოპებისთვის, რომელსაც ვიყენებთ დასუფთავებისას. 

როდესაც მიკროფიბრა გამოიყენება მშრალად, ქმნის სტატიკურ მუხტს, რომელიც იზიდავს მშრალ დაბინძურებას, ბაქტერიებს და მტვერს.

როდესაც გამოიყენება ნოტიო წესით, შეუძლია შეიწოვოს მისი წონის 900% და ამასთან, დაიკავოს ჭუჭყი, ნესტი და ბაქტერია ერთდროულად.

მას შეუძლია მიიზიდოს და აღიქვას ყველა სახის ნიადაგი და ბაქტერია, რომელიც არის ზედაპირზე.

მიკროფიბრის გამოყენება საგრძნობლად ამაღლებს ჰიგიენის დონეს მაღალი რისკის შემცველ ადგილებში და ეხმარება დასუფთავების პროცესში ჩართულ თანამშრომლებს დაზოგონ დრო.

იხილეთ Zoma-ს მიკროფიბრის ასორტიმენტი: მიკროფიბრის ტილოები

ისევე როგორც დასუფთავების ნებისმიერ აღჭურვილობას დაწესებულებებში, ფერადი კოდირება ეხება მიკროფიბრის ნაჭრებსაც. 

წითელი გამოიყენება მაღალი რისკის შემცველი ადგილებისთვის, როგორიცაა საპირფარეშო.

ლურჯი გამოიყენება ნაკლებ რისკის შემცველ ადგილებში (ოფისებში, მაგიდებზე და ა.შ) ძირითადი დასუფთავებისას.

მწვანე გამოიყენება ძირითადად სამზარეულოს ნაწილში.

ყვითელი კი გამოიყენება ინფექციურ არეალებში და დეზინფექციისთვის.