ამ სტატიაში წარმოგიდგენთ დასუფთავების პროცესში დაშვებულ 5 ძირითად შეცდომას, რომლის გამოსწორების შემთხვევაშიც, დაზოგავთ დროს და საგრძნობლად შეიმსუბუქებთ საქმეს.
ყველაფრის დეზინფექცია საკუთარ სახლში არ არის საჭირო. თუ თქვენ იმყოფებით საზოგადოებრივ ადგილებში, მაგალითად საავადმყოფოში, დარბაზში, აუზზე, მოლში ან ა.შ, სწორი დეზინფექცია შესაფერისი პროდუქტით აუცილებელია.
როდესაც იმყოფებით სახლში, საკუთარ სივრცეში, საკუთარი მიკრობების გარემოცვაში, ამის საჭიროება ხშირად არ არის.
დაიმახსოვრეთ, დეზინფექცია კლავს მავნე ბაქტერიებს, მაგრამ ამავდროულად ანადგურებს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიებიც, რომლებიც გვინარჩუნებს ჯანმრთელობას.
ოთახში არეულად დალაგება/წმენდა უფრო მეტ დროს გვაკარგინებს, მაშინ, როდესაც გეგმიურად წმენდა (როცა ვიცით რა სად უნდა დავდოთ და რის შემდეგ რა უნდა დავალაგოთ) ბევრად გვიმარტივებს საქმეს და გვეხმარება დროის მოგებაში.
წმენდის სიხშირეზე მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ როგორ გაწმინდოთ სხვადასხვა ზედაპირები სწორად. შესაბამისად უნდა გამოიყენოთ სწორი საშუალებები და გაწმინდოთ სწორი მიმართულებით.
დასუფთავება უნდა დაიწყოთ ყოველთვის შედარებით სუფთა ზედაპირიდან დაბინძურების მიმართულებით და ზევიდან ქვევით მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ სუფთა ზედაპირების ხელმეორედ დაბინძურება, რაც ასევე დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და საკუთარი ფიზიკური რესურსი.
ჰაერის გამწმენდის გამოყენება დეოდორანტის გამოყენების მსგავსია, სადაც დასუფთავება დაბანის. ეს იგივეა, დიდი ხნის განმავლობაში, დაბანის ნაცვლად ადამიანმა მხოლოდ დეოდორანტი გამოიყენოს.
სუნის განეიტრალება ოთახიდან იწყება სუნის გამომწვევი მიზეზის დადგენით. შემდეგ მისი გაწმენდით და ცოტა ხნით ოთახის განიავებით ეს პრობლემა მოგვარდება.
უნივერსალური საწმენდი საშუალება არ ნიშნავს რომ მისი გამოყენება შეიძლება ყველგან და ყოველთვის. საწმენდი საშუალებები არ არის შექმნილი იდენტურად, ერთი დანიშნულებით გამოსაყენებლად. მნიშვნელოვანია სიტყვა „უნივერსალური“-ს მიღმაც წავიკითხოთ მისი გამოყენების ინსტრუქციაც, სადაც აუცილებლად ეწერება, რომელი ზედაპირებისთვის არის შესაბამისი და რომლისთვის არა.
ნებისმიერ დასუფთავების საშუალებას მოყვება ინსტრუქცია/რეკომენდაცია მისი გამოყენების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია მის ფორმულაზე და ტესტირებაზე რომელსაც მწარმოებელი კომპანია ხსნარის გამოშვებამდე ახდენს. სწორედ ამიტომ არის ხსნარებზე მითითებული დეტალური ინსტრუქცია თუ ზუსტად როგორ და სად უნდა გამოიყენოთ ესა თუ ის პროდუქტი. მწარმოებელი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე თუ ვინმემ მისი პროდუქტი არასწორად გამოიყენა და რაიმე ზედაპირი დააზიანა.
თუ რაიმე ახალ პროდუქტს შეიძენთ ან გამოიყენებთ, აუცილებელია კარგად წაიკითხეთ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია და დარწმუნდით სად, როგორ და როდის უნდა გამოიყენოთ ის. ასე თქვენ თავიდან აიცილებთ ზედაპირების დაზიანებას არასწორი გამოყენების გამო.
Zoma-ს წარმოების ჰიგიენის პროდუქტები იხილეთ ბმულზე: დიასახლისებისთვის