გასახდელ ოთახებში არსებული კარადები ბაქტერიების, ვირუსების და სხვადასხვა სოკოვანი ინფექციების დაბუდების ადგილი შეიძლება იყოს.
შესაბამისად მნიშვნელოვანია სისუფთავის შენარჩუნებაში მიიღონ მონაწილეობა როგორც პერსონალმა, ასევე დაწესებულების სტუმრებმა, რადგან ამ გარემოში სისუფთავის დაცვა აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
პირველ რიგში წარმოგიდგენთ ბაქტერიულ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს არასათანადო სისუფთავის შემთხვევაში.
დაწესებულების მენეჯერებისთვის:
დაწესებულების მენეჯერებმა უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მოუწესრიგებელ გასახდელებთან.
გასახდელები უნდა დასუფთავდეს ყოველდღიურად. ამასთან, სათითაოდ უნდა მოხდეს თითოეული კარადის გაწმენდა და დეზინფექცია ყოველ საათში ერთხელ მაინც, ახალი მომხმარებლის ვიზიტისას. დარბაზში კარადები ძირითადად დაკეტილია, შესაბამისად პერსონალმა შესაძლოა ვერ მოახერხოს მუდმივი კონტროლი და ყველა კარადის ყოველ საათში დეზინფექცია. ამიტომ, რეკომენდებულია გასახდელში განთავსებული იყოს სადეზინფექციო საშუალებები, რათა ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის, სურვილის შემთხვევაში, თავად მოახდინოს კარადის დეზინფექცია, გამოყენებამდე.
კომფორტულია სადეზინფექციო ხელსახოცები ან სპრეი ბოთლები.
გარდა ბაქტერიების და ვირუსების გავრცელების რისკების პრევენციისა, რეგულარული წმენდა საჭიროა უსიამოვნო სუნის გასაქრობადაც, რომელიც კარადებებში და ოთახში რჩება.
ამას გარდა, შენობაში აუცილებელია იყოს მოწესრიგებული სავენტილაციო სისტემა. ცუდი ვენტილაციის შემთხვევაში, რეგულარული წმენდა სუნს ბოლომდე ვერ გააქრობს.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს სისუფთავის შენარჩუნების აუცილებლობას.
გამაჯანსაღებელი ცენტრის არცერთ სტუმარს, სასტუმროს ვიზიტორს, მოყვარულ თუ პროფესიონალ სპორტსმენს არ სურს გასახდელი ოთახის დატოვება სოკოვანი, ბაქტერიული ან რესპირატორული ინფექციით. საბედნიეროდ, დაწესებულებების მენეჯერებს შეუძლიათ უზრუნველყონ ეს სისუფთავე ქვემოთ მოცემული საუკეთესო პრაქტიკის დაცვით:
დაწესებულების ვიზიტორისთვის:
კარგი პრაქტიკაა ყველა ვიზიტორს, ინდივიდუალურად თან ჰქონდეს სადეზინფექციო საშუალება, რომელსაც გამოიყენებს საკუთარ კარადაზე და სატრენაჟორო აღჭურვილობაზე ვარჯიშისას.
სადეზინფექციო ხსნარის მინი შეფუთვები
1. ვარჯიშამდე, სადეზინფექციო ხელსახოცით ან ხსნარით გაწმიდნეთ ის აღჭურვილობა, რომელსაც ეხებით.
2. რეკომენდებულია ვარჯიშისას თან ატაროთ შუშის ან მეტალის ბოთლი. (პლასტმასის ბოთლები მეტად იკრავს ბაქტერიებს).
3. ვარჯიშის შემდეგ, მომენტალურად მიიღეთ შხაპი. მოერიდეთ მისაღებ სივრცეებში დაჯდომას. ბაქტერიები მარტივად ვრცელდება ოფლიან ტანსაცმელზე.
4. არ იაროთ გასახდელებში ფეხშიშველებმა, რადგან არის სოკოვანი და სხვა კანის ინფექციების გავრცელების საფრთხე.
5. არ გააზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები, როგორიცაა: პირსახოცი, წყლის ბოთლი, საპონი, ჯაგრისი.
აუცილებელია, რომ გასახდელი ოთახები გამაჯანსაღებელ / სპორტულ დაწესებულებებში იყოს სუფთა. ზემოაღნიშნული საუკეთესო პრაქტიკის დაცვით, დაწესებულებებს შეუძლიათ ჰიგიენის დაცვა გასახდელ ოთახებში და ვიზიტორებს, პირადი ჰიგიენის დაცვით შეუძლიათ თავიდან აირიდონ სხვადასხვა სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები.