იმის მიუხედავად, რამდენად კარგად არის მოწყობილი აბაზანა, ეს მაინც ის სივრცეა, სადაც ყველაზე მარტივად ხდება სუნის აკუმულაცია.
სააბაზანოში ცუდი სუნი დიდ უხერხულობას გვიქმნის სახლში, განსაკუთრებით სტუმრის არსებობის შემთხვევაში, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე გზას, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
1. ჰაერის გამწმენდები ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვარიანტია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მცირე რაოდენობით გასხურება ჰაერში სრულებით საკმარისია.
ჰაერის გამწმენდი საშუალება Zoma Shop-შიც შეგიძლიათ შეიძინოთ. >> ჰაერის გამწმენდი
2. ნესტიანი ხელსახოცები ცვალეთ ხშირად. ხელის ხშირი გამშრალების შემდეგ ქსოვილი ინესტება, შესაბამისად ხდება მასში ბაქტერიების დაბუდება.
სახლის პირობებში ხშირად ვურჩევთ Z ტიპის ხელსახოცებისა და დისპენსერების გამოყენებას, რომელიც მოგაცილებთ პირსახოცების ხშირი რეცხვის პრობლემას და შეინარჩუნებს გარემოს მეტად ჰიგიენურად.
3. რეგულარული წმენდა აუცილებელია. ხანდახან უსიამოვნო სუნი გამოწვეულია უნიტაზის, ნიჟარის და აბაზანის დიდი ხნის გასაწმენდად დატოვების გამო. აბაზანა გაწმინდეთ კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც.
4. არ დატოვოთ ნაგავი აბაზანაში. ყოველდღიურად გამოცვალეთ ურნა და ნუ დაელოდებით აუცილებლად მის გავსებას - ეს ხელს შეუშლის აბაზანაში უსიამოვნო სუნის წარმოქმას.
პროდუქტები აბაზანის მოვლისთვის: