საფრთხის აღმნიშვნელი სიმბოლოები სხვადასხვა ქიმიკატის ეტიკეტზე, ვიზუალით თავისთავადვე გვამცნობს მის მნიშვნელობას, მიგვანიშნებს რამდენად საზიანოა ის და ამასთან, რა ტიპის დამცავი ეკიპირებაა საჭირო მასთან ურთიერთობისას.
პიქტოგრამები და მათი განმარტებები:
ცეცხლი: აალებადი ნივთიერებები და მასალები - მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას და მზის სხივებს.
ძახილის ნიშანი: საზიანოა კანისთვის, თვალისთვის. იწვევს რესპირატორულ ზიანს და ნარკოტიკული ტიპის ზემოქმედებას ადამიანზე, თავბრუსხვევას. აუცილებელია გამოიყენოთ პირბადე და ხელთათმანი.
გაზის ბალონი: გაზი მაღალი წნევის ქვეშ, როგორიცაა ამიაკი და თხევადი აზოტი. მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას და მზის სხივებს.
კოროზია: მასალები იწვევს კანის კოროზიას, დამწვრობას, თვალის დაზიანებას კონტაქტის დროს და ამასთან შესაძლოა იყოს კოროზიული მეტალებისთვის. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანი და სათვალე.
ფეთქებადი: ორგანული პეროქსიდის ჩათვლით, ძალიან არასტაბილური მასალები, რომლებიც არის აფეთქების რისკის ქვეშ ჰაერის ზემოქმედების გარეშეც. (თვით-რეაქტიული). მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას.
ცეცხლი წრეში: ახდენს მჟანგავის იდენთიფიკაციას. ეს არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ცეცლის დიდი ხნით აქტიურად შენარჩუნებას. ხანძრის შემთხვევაში გარდაიქმნება აალებად ნივთიერებად.
თავის ქალა და ძვლები: ნივთიერებები, რომლებიც არის მომწამვლელი, ძირითადად მაღალკონცენტრირებული მჟავები, რომლებსაც აქვთ მომენტალური, მწვავე, მრავალმხრივი ტოქსიკური ეფექტი. აუცილებელია მთლიანი ქიმიკატგამძლე ეკიპირების გამოყენება.
ჯანმრთელობის ზიანი: კიბოს გამომწვევი ნივთიერება (კანცეროგენი) რომელიც იწვევს რესპირატორულ, რეპროდუქციულ ზიანს ან ორგანოების ტოქსიკაციას გრძელვადიანი პერიოდით. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სათვალე, პირბადე, ხელთათმანი.
ზიანი გარემოზე: ქიმიკატები მომწამვლელია ბუნებისთვის. არ შეიძლება მათი გადასხმა მდინარეში, ხეებთან. გამოიყენეთ ხელთათმანი.
მიუხედავად ამ საშიში სიმბოლოებისა, რომელიც ნებისმიერი საყოფაცხოვრებო გამოყენების ქიმიკატის ეტიკეტზე გვხვდება, თუ ჩვენ ზედმიწევნით სწორად დავიცავთ გამოყენების წესს და ამასთან, აღჭურვილები ვიქნებით სათანადო ეკიპირებით მისი ტიპიდან გამომდინარე, შევძლებთ მათ უსაფრთხოდ გამოყენებას.
ყურადღება! ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ქიმია შეინახეთ თავდახურულ მდგომარეობაში, მისთვის განკუთვნილ კარადაში, განსაკუთრებით თუ სახლში გყავთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები.