დასუფთავების სამყაროში PH ცხრილის გაანალიზება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ მივიღოთ უკეთესი ეფექტი.
ამ სტატიაში გაგაცნობთ თუ რატომ არის ამის ცოდნა ასეთი მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივიღოთ უკეთესი ეფექტი დასუფთავებისას, ამასთან უფრო უსაფრთხოდ.
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავრწმუნდეთ რომ ვარჩევთ სწორი პროდუქტს?
pH აღნიშნავს სკალას, რომელიც განსაღვრავს მჟავიანობის მაჩვენებელს. მჟავა ხსნარებს დაბალი pH აქვთ, ხოლო ძირეულ ფუძე ხსნარებს მაღალი pH.
ციფრი სკალაზე აღნიშნავს წყალბადის იონების კონცენტრაციას დასუფთავების ხსნარებში.
0-14-მდე ცხრილი გვიჩვენებს ნივთიერება მჟავაა თუ ტუტე.
სუფთა წყალი ნეიტრალურია. როდესაც მჟავა წყალში იხსნება, pH 7-ზე ნაკლები ხდება. როდესაც ფუძე ან ტუტე იხსნება წყალში, pH 7-ზე მაღალია.
უფრო ეფექტური დასუფთავებისთვის:
ბევრს სჯერა რომ pH ის მაჩვენებელი მიუთითებს ხსნარის სიძლიერეზე ან შედეგზე, ეს ასე არ არის. ის უბრალოდ მიგვითითებს მასში წყალბადის კონცენტრაციას. აქ ყველაზე მთავარია, თუ როგორ გამოიყენებთ მას სწორად.
PH სკალის მიხედვით სწორი პროდუქტის შერჩევა:
დაბინძურებული ზედაპირის გასაწმენდად, ჩვენ გვჭირდება ამ დაბინძურების განეიტრალება.
თუ ჩვენ გვსურს გავწმინდოთ მჟავიანი დაბინძურება, უნდა გამოვიყენოთ ტუტის შემცველი დასუფთავების საშუალება.
ვინაიდან ყველაზე ხშირად დაბინძურება არის მჟავის ფუძეზე, დასუფთავების სექტორში, ძირითადად ხსნარები ჭარბობს ტუტე ფორმულირებით.
როგორც ვიცით, წყალი Ph 7-ით, არის ნეიტრალური, შესაბამისად ნივთიერებები, რომლებიც ახლოსაა 7-თან (მაგალითად: სოდა, საპონი) არ არის საზიანო კანისთვის.
როგორ ვებრძოლოთ ლაქებს?
არსებობს ორგანული და არაორნანული ტიპის ნაბინძურება, ორგანული და არაორგანული.
ორგანულის მაგალითები:
ძირითადად ამ ტიპის დაბინძურების მოსაცილებლად გამოიყენება ტუტოვანი პროდუქტები.
არაორგანულის მაგალითები:
ძირითადად ამ ტიპის დაბინძურების მოსაცილებლად გამოიყენება მჟავის შემცველი პროდუქტები.
ტუტოვანი საწმენდი პროდუქტები:
ცხიმოვანი და ზეთოვანი დაბინძურება არის მჟავის ტიპის დაბინძურება შესაბამისად, მათთვის გვჭირდება დასუფთავების საშუალება, რმელიც არის ტუტის ფუძე რომ მარტივად მოვაცილოთ ზედაპირიდან ან ქსოვილიდან.
გთავაზობთ რამდენიმე ტუტოვანი საწმენდი პროდუქტის სტანდარტულ ph მონაცემებს:
სოდა: Ph8
საპონი: Ph9
თეთრეულის სარეცხი: Ph10
უნივერსალური საწმენდი: Ph11
ღუმელის საწმენდები: Ph13
მათეთრებელი: Ph14
დასუფთავების საშუალებები მჟავის ფუძეზე.
მჟავის შემცველი დასუფთავებელი პროდუქტები გამოიყენება ტუტოვანი დაბინძურების საწმენდად.
მაგალითად, ჟანგი, მინერალური ლაქები.
გთავაზობთ რამდენიმე მჟავა საწმენდი პროდუქტის სტანდარტულ Ph მონაცემებს:
ჟანგის მოსაშორებელი: Ph3
ძმარი: Ph3
უნიტაზის საწმენდი: Ph1
- Cleantech-ის კატალოგში გვაქვს ლაქების დასამუშავებელი უამრავი საშუალება. საწმენდი ხსნარის არჩევისას, ასევე უნდა გაითვალისწინოთ საწმენდი ობიექტის მასალის შემადგენლობაც.
პროდუქციის გამოყენების დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, პროდუქტის აღწერის ველში, ან თქვენი საქმიანობის სფეროს მიხედვით, დაუკავშირდეთ შესაბამის სპეიალისტს: