ამ სტატიაში გაეცნობით მინისებრი და სარკისებრი ზედაპირების სწორი მოვლის მეთოდს.
მინისებრი და სარკისებრი ზედაპირების რეცხვა-წმენდის ალგორითმი:
- მოამზადეთ საწმენდი საშუალებები: ხელთათმანი, ქიმიქატი, მიკროფიბრის ნაჭრები, ღრუბელი და სხვა.
- გაითვალისწინეთ, რომ ქიმიკატის გამოყენებისას აუცილებელია ხელთათმანის გამოყენება.
- პირველ რიგში გაწმინდეთ ფანჯრის ჩარჩოები და რაფები ღრუბლით და შემდგომ მიკროფიბრის ნაჭრით და შემდგომ შეუდექით მინის წმენდას.
- დაატანეთ Zoma R3 , Zoma Glass, Zoma Glass Pro ან სხვა ქიმიური საშუალება მიკროფიბრის ნაჭერს და შეუდექით წმენდას.
- სარკისებრი და მინისებრი ზედაპირების წმენდა ხდება ხელის სწორი მოქმედებით, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური მიმართულებით, ზევიდან ქვევით ან მარცხნიდან მარჯვნივ.
- დიდი ზომის სარკისებრი და მინისებრი ზედაპირების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელესკოპური ჯოხი. ამ შემთხვევაში Zoma R3-ის, Zoma Glass-ის ან და სხვა ქიმიური საშუალების დატანება ხდება ზედაპირზე. აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი სათვალე და პირდაბე, რომ აირიდოთ ქიმიკატის თვალში მოხვედრა ან მისი ჩასუნთქვა.
სასარგებლო ინფორმაცია დიასახლისებისათვის:
ხშირად ისმევა კითხვები, თუ რა საშუალების გამოყენება არის შესაძლებელი მინებზე მწერების საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით ზაფხულში?
ზემოთხსენებული პროცედურების შემდგომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძმარი. ეს არის პოპულარული საშინაო საშუალება, რომელსაც აქვს როგორც სადეზინფექციო ასევე მწერების საწინააღმდეგო ეფექტი. სპრეის სახის ბოთლში გაანზავეთ შემდეგი პროპორციით: 1 ჭიქა თბილი წყალი და 50 მლ ძმარი. დაიტანეთ მიკროფიბრის ნაჭერზე და გაწმინდეთ მინა. თუ ძმრის სპეციფიური სუნი თქვენთვის მიუღებელია, ჩაანაცვლეთ ძმარი ლიმნის წვენით ან წყალში გახსნილი ლიმონის მჟავით.