იატაკის საფარის წმენდის თავისებურებები

იატაკის საფარის წმენდის ტექნოლოგია დამოკიდებულია მასალაზე, რომელიც არის გამოყენებული იატაკის დაგებისას. იატაკის საფარის სახეობებია:

ნატურალური და ხელოვნური ქვა, ფილა, მეტალი, ხის მასალა, ხალიჩა (კავრალინი), ასევე სინთეტიკური ლინოლეუმი.

მყარი ზედაპირების დასუფთავება არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, საჭიროა მხოლოდ ქიმიკატის სწორედ შერჩევა, რომელიც არ დააზიანებს და მაქსიმალურად კარგად დაასუფთავებს ზედაპირს. თუმცა, თუ ვსაუბრობთ პრობლემურ ზედაპირებზე ან რთულ ლაქებზე, მაშინ აუცილებელია პროფესიონალების გამოცდილება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლები ითხოვენ არა მხოლოდ გაწმენდას, არამედ საფარის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას (დაზიანების მოცილება, გათეთრება, ფერის სიკაშკაშის აღდგენა, ბზინვარების დამატება, დაცვა).

სამწუხაროდ, ყველა დაზიანების აღდგენა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, იატაკის საფარის ნაწილი უნდა შეიცვალოს ან მთლიანად. შედეგი დამოკიდებულია მასალაზე. მაგრამ პროფესიონალური ხელსაწყოებითა და აღჭურვილობით, უმეტეს შემთხვევაში, შეგიძლიათ მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

რესტავრაციამ შეიძლება მოითხოვოს ძველი დამცავი ფენის მოცილება, მოხვეწა და გაპრიალება, ხოლო მარმარილოსა და გრანიტის იატაკისათვის - კრისტალიზაცია. სამუშაოების ჩამონათვალში შეიძლება იყოს ასევე მოცურების საწინააღმდეგო და ჭუჭყის საწინააღმდეგო დამუშავება და სხვა.

იმისათვის, რომ თქვენი იატაკი რაც შეიძლება დიდხანს იყოს კარგ მდგომარეობაში, საჭიროა რეგულარული,ყოველდღიური წმენდა, ასევე პერიოდული ღრმა წმენდა. აქ მნიშვნელოვანია აღჭურვილობისა და საწმენდი ქიმიკატების სწორი შერჩევა.

კომპანია კლინტექი გთავაზობთ პროფესიონალურ აღჭურვილობას და ქიმიკატებს:

 

SD 17 IPC იატაკის სარეცხი მანქანა

TASKI Ergodisc Duo Diversey ინტენსიური წმენდისა და საპრიალებელი დანადგარი

TASKI Ergodisc 165

Jontec NO1 F1c Diversey ძლიერდაბინძურებული იატაკის საწმენდი საშუალება

Jontec Tensol F3c 20ლ Diversey იატაკის (მათ შორის მარმარილოს ) საწმენდი საშუალება

Jontec Best F4e 20კგ Diversey იატაკის ნაკლებქაფოვანი საწმენდი საშუალება

Taski Jontec Terranova F9f 5.5kg

TASKI Sprint 200 E1b Diversey უნივერსალური სარეცხი და საწმენდი საშუალება

U5000 Zoma Universal - იატაკის და ინტერიერის საწმენდი - 5ლ

SWEEPER750M IPC ნაგვავშემგროვებელი მანქანა მექანიკური

TASKI Swingo 350 E იატაკის საწმენდი კომბაინი თვითმოძრავი