დასუფთავების პროცესი მოითხოვს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს პერსონალისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის დასაცავად.
სავარაუდო საფრთხის წყაროები დასუფთავების დროს:
· ქიმიკატები. მათი არასწორი გამოყენება წარმოადგენს დიდ საფრთხეს, ვინაიდან მათ შემადგენლობაში შედის, ტუტე, მჟავა და სხვა. არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ალერგიული რეაქციები. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს დერმატოლოგიური და რესპირატორული დაავადებების განვითარების პროვოცირება.
· დასუფთავების აღჭურვილობა. უყურადღებო მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.
· ელექტრო ტექნიკა. უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს.
· დამცავი ტანსაცმლის, ხელთათმანის, სათვალის არ გამოყენება და სხვა ფაქტორები.
დასუფთავების სფეროში გამოსაყენებელი ქიმიკატების ნივთიერებები,როგორც ავღნიშნეთ საშიშია არასწორი გამოყენებისას. ქიმიკატის შემადგენლობაში შედის:
· მჟავა
· ტუტე
· გამხსნელზე დაფუძნებული
· ქლორის შემცველი
· სადეზინფექციო საშუალებები
დასუფთავების უსაფრთხოების ზომები:
სიფრთხილის ზომები შეირჩევა ობიექტის სპეციფიკის, გამოყენებული აღჭურვილობისა და საშუალებების მიხედვით.
მოერიდეთ უშუალო კონტაქტს ბიოლოგიურ საფრთხეებთან. გამოიყენეთ პირადი დამცავი აღჭურვილობა : ხელთათმანები, სათვალეები, ნიღბები (სასურველია სპეციალური ტანსაცმელი).
გამოიყენეთ სერთიფიცირებული ქიმიური საშუალებები. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ცეცხლს.
მიჰყევით მწარმოებლის მიერ მითითებულ ინსტრუქციას, გამოიყენეთ ხსნარები მათი დანიშნულებისამებრ და არ შეურიოთ ერთმანეთში.
შეზღუდეთ შესვლა არაუფლებამოსილი პირებისთვის (დააყენეთ გამაფრთხილებელი ნიშნები).
ელექტრო მოწყობილობების გაწმენდა/გამოცვლა განახორციელეთ მხოლოდ მოწყობილობის ქსელიდან გათიშვის შემდეგ.
კომპანიაკლინტექი გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს. იხილეთ ბმული:
სარეცხი, სადეზინფექციო საშუალებები, ჰიგიენური ქაღალდი, თეთრეულის რეცხვა