ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 2020 წელი გახდა გარდამტეხი, ბევრი რამ
შეიცვალა ჩვენს გარშემო და ყველაფერი თითქოს ორად გაიყო, კორონავირუსამდე და
კორონავირუსის შემდეგ.
თუ ადრე სადეზინფექციო საშუალება უბრალოდ დამატებითი ზომა იყო და მას მხოლოდ
კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლები ან სისუფთავით „შეპყრობილი“
ადამინები იყენებდნენ, ახლა უკვე სადეზინფექციო იქცა საზოგადოების
კორონავირუსისგან მნიშვნელოვან თავდაცვის საშუალებად.
პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის თუ რა ხდის სადეზინფექციო საშუალებას
ეფექტიანს.
რა თქმა უნდა, სპირტის შემცველობა. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, იმისათვის, რომ
ხსნარმა ეფექტიანად იმუშაოს, მასში სპირტის შემცველობა უნდა იყოს დაახლოებით
75%. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, არის თუ არა მხოლოდ სპირტი საკმარისი?!
- მხოლოდ ნაწილობრივ.
როგორც მეცნიერ-მედიკოსები ამტკიცებენ, კორონავირუსის გარსი არის ლიპიდური, ანუ
მარტივი სიტყვებით, კორონავირუსს გააჩნია ცხიმოვანი გარსი. შესაბამისად მას
ანადგურებს სპირტოვანი ხსნარები, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ
კორონავირუსის უჯრედების განადგურებისას ის აზიანებს ადამიანის კანში შემავალ
ლიპიდურ ნაწილაკებსაც, რომლებიც წარმოადგენენ კანის ბუდებრივ დაცვას.
შესაბამისად, სადეზინფექციო ხსნარში აუცილებელი კომპონენტია დამატენიანებელი
ელემენტი, რათა ხსნარმა შეასრულოს დამცველობითი ფუნქცია და არ დააზიანოს კანი.
ამ ინფორმაციით შეიარაღებულნი ყურადღებით უნდა ვიყოთ ანტისეპტიკის შერჩევისას,
რომ არ გავხდეთ პლაცებო ეფექტის მსხვერპლნი და ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს
ჯანმრთელობას.
მაშინ, როცა ბაზარზე გაჩნდა მრავალი სადეზინფექციო პროდუქცია, ზოგი ეფექტური,
ხოლო ზოგი მხოლოდ პლაცებოს ეფექტით, ჩვენ მივიღეთ მრავალი კითხვა იმასთან
დაკავშირებით, თუ რა ინგრედიენტები არის მნიშვნელოვანი? რომელი ხსნარი არ
იწვევს ალერგიას? რომელი უკეთ უმკლავდება თავის მოვალეობას? და ასევე მრავალი
კითხვა ჩვენი წარმოების სადეზინფექციო საშუალებების შესახებ. კომპანია ქლინტექის
ექსპერტებთან ერთად ჩვენ შევეცდებით ამომიწურავი და სასარგებლო ინფრომაცია
მოგაწოდოთ.
კომპანია ქლინტექი აწარმოებს ორი ძირითადი სახის სადეზინფექციო ხსნარს: Zoma Steril
და Zoma Ultra.
ჩნდება კითხვა თუ რა განსხვავებაა ამ პრეპარატებს შორის? როგორც დეზინფექტორი,
ორივე უმკლავდება ნებისმიერი ტიპის ვირუსებსა და ბაქტერიებს და გამოიყენება
როგორც ხელის ანტისეპტიკისათვის, ასევე მცირე ზედაპირების დეზინფექციისათვის.
ორივე პრაპარატს აქვს იდენტური ფორმულა, გარდა გამოყენებული სპირტების
სახეობებისა. ორივე პრეპარატი გამოიყენება როგორც ხელის და კანის, ასევე მცირე
ზედაპირების ანტისეფტიკური დამუსავებისათვის.
Zoma Ultra-ს ინგრედიენტს შეადგენს პროპილის და იზოპროპილის სპირტები, ეს არის
სპირტები რომლებიც ძირითადად გამოიყენება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო
პრეპარატებში. ხოლო Zoma Steril-ს ეთილის სპირტის ბაზაზეა დამზადებული, რომელსაც
ალკოჰოლური სასმელების წარმოებისას იყენებენ. შესაბამისად ამგვარ სპირტზე
დამზადებული ხსნარი ორგანიზმში მოხვედრისას ბევრად უსაფრთხოა.
განსხვავებული საბაზისო ინგრედიენტის გამო, Zoma Ultra-ს ღირებულება 20%-ით
ნაკლებია Zoma Steril-თან მიმართებაში.
იმის მიუხედავად რომ სპირტების წარმოების თვითღირებულება არის დაახლოებით
ერთნაირი, ეთილის სპირტი რომელიც გამოიყენება სააქციზო ალკოჰოლიურ სასმელებში,
იბეგრება აქციზით, ამიტომაც მისი ღირებულება შედარებით მაღალია, იზოპროპილის და
პროპილის სპირტებთან შედარებით, შესაბამისად საბოლოო პროდუქტიც როგორც წესი
20%-მდე უფრო ძვირია.
რაც შეეხება ანტისეპტიკურ თუ სადეზინფექციო ეფექტს ორივე პრეპარატმა Zoma Steril-მა
და Zoma Ultra-მ გაიარეს რეგისტრაცია და აქვთ სრულიად იდენტური გამოყენების
ინსტრუქცია და მოკრობიოლოგიური თვისებები.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არის ძალიან ალერგიული, ასევე პრეპარატი
გამოიყენება ბავშვებისათვის - საბავშვო ბაღი, საბავშვო პოლიკლინიკა, სამშობიარო,
სადაც მაღალია რისკი პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენება (განძრახ ან შეცდომით
დალევა), გამოყენებულ იქნას ზომა სტერილ.
ამავე დროს ზომა ულტრას აქვს უფრო ძლიერი გაწმენდითი ეფექტი.
დაპირებისამებრ როგორც კი მოხერხდა ნედლეულის უფრო დაბალ ფასებში შეძენა
ჩვენმა კომპანიამ დააბრუნა Zoma Ultra ასსორტიმენტში და შესაბამისად მისი
ღირებულება 20% ნაკლებია Zoma Steril - თან მიმართებაში.
არჩევანის გაკეთება ამ ორ პროდუქტს შორის დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს
მოთხოვნილებებზე.
კომპანია ქლინტექი კი გისურვებთ ჯანმრთელობას.შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი
პროდუქტი და #დარჩისახლში.