სავაჭრო ცენტრები გამოირჩევა მასალების /ზედაპირების მრავალფეროვნებით, რომლებიც განსხვავდება კონფიგურაციისა და სტრუქტურის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, მფლობელები და მენეჯერები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ დასუფთავებას და დასუფთავების კომპანიებთან თანამშრომლობას.
ნებისმიერი სავაჭრო ცენტრი კლასიფიცირდება, როგორც რთულად მოსაწესრიგებელი, დასასუფთავებელი ობიექტი. სიაში მოცემულია სივრცეები, რომელიც ექვემდებარება დასუფთავებას.
· შესასვლელი ტერიტორია;
· სავაჭრო დარბაზი და შოურუმი;
· კიბეები, ესკალატორი, ლიფტი;
· კვების ობიექტებისათვის განკუთვნილი სივრცე;
· საპირფარეშო;
· მიწისქვეშა და გარე პარკინგი;
· საწყობი და სხვა;
რაც უფრო მრავალფეროვანია სავაჭრო ცენტრის საქმიანობა და მეტი ვიზიტორი, მით უფრო რთულია მისი დასუფთავება. მყიდველების ყოფნა ქმნის დასუფთავების სამუშაოების გარკვეულ სპეციფიკას. გარედან შემოტანილი დაბინძურება შეიცავს რეაგენტებს და ქვიშას, რომლებიც საზიანოა იატაკის საფარისთვის.
თითოეულ სავაჭრო ცენტრს აქვს დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც გასათვალისწინებელია:
· სამუშაო გრაფიკი;
· პიკის საათი;
· ვიზიტორთა და პერსონალთა რაოდენობა;
· იატაკის საფარის ტიპი, ცვეთა, ხარისხი;
· სივრცეების რაოდენობა, ფართობი და სხვა;
პრობლემები, რომლებიც ამცირებენ წმენდის, დასუფთავების ხარისხს:
· შესასვლელი სივრცის დამცავი სისტემების არასწორ დროს წმენდა ან/და შეცვლა;
· დასუფთავების არაეფექტური მეთოდები: იატაკის საფარის ხელით რეცხვა, არასწორედ შერჩეული ან/და დაძველებული ხელსაწყოების გამოყენება, არასწორედ შერჩეული ქიმიკატების გამოყენება;
· სველი წერტილების არასწორი წმენდა;
როგორ გავხადოთ დასუფთავება უფრო ეფექტური და ეკონომიური?
დიდ სავაჭრო ცენტრებში დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ობიექტის დაყოფა ფუნქციურ ზონებად, თითოეულ მათგანში დასუფთავების სწორი ტექნოლოგიის შერჩევა, საჭირო აღჭურვილობისა და სარეცხი საშუალებების შერჩევა და ასევე აქტივობების სიხშირის დადგენა.
ერგონომიული აღჭურვილობისა და სპეციალური ქიმიკატების გამოყენება, შრომის ავტომატიზაცია, სადაც ეს შესაძლებელია, ნაწილობრივ შეამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. თანამედროვე აღჭურვილობა (მტვერსასრუტები,იატაკის გასაპრიალებელი და სხვა ) მნიშვნელოვნად ზრდის დასუფთავების სამუშაოების პროდუქტიულობას.
ხარჯების შემცირება შესაძლებელია სწორედ შერჩეული აღჭურვილობისა და პროფესიონალური ხსნარების გამოყენებით.
სავაჭრო ცენტრების ეფექტური დასუფთავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ვიზიტორების დადებით ვიზუალურ შთაბეჭდილებაზე, არამედ შიგნით მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზეც. სისუფთავე აუმჯობესებს ბრენდის/ობიექტის იმიჯს და იწვევს მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობის გაზრდას.
კომპანია კლინტექი გთავაზობთ ფართო ასორტიმენტს: http://WWW.ZOMA.GE