სასტუმროს ბიზნესში უნაკლო წესრიგის ფილოსოფია რეგულირდება სახლის მოვლის წესებით. Hotel Housekeeping- არის მომსახურება, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობაა სხვადასხვა სახის დასუფთავების საქმიანობა. სასტუმროს რეპუტაცია პირდაპირ დამოკიდებულია მათ კომპეტენტურ ორგანიზაციაზე. დასუფთავების სამუშაოების მიზანია სტუმრების კომფორტული ყოფნის სისუფთავისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამავდროულად, პერსონალის ქმედებები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს დასუფთავების დადგენილ რეკომენდაციებსა და ალგორითმებს.
მკაცრად არის დასაცავი შემდეგი წესები. პერსონალს ეკრძალება:
· ეტლის, ურიკის დატოვება ოთახის, ნომრის კარების წინ დერეფანში.
· სტუმრის პირად ნივთებზე შეხება.
· სასტუმროს ნომერში ჩაკეტვა.
· სველი წერტილების გამოყენება ნომერში.
· ნომერში არსებული შიდა ტელეფონოთ სარგებლობა.
· ნომერში სიგარეტის მოწევა და სხვა.
ოთახის დასუფთავების თანმიმდევრობის ზოგადი პრინციპი შემდეგია:
· სტუმრის მიერ ოთახის დასუფთავების მოთხოვნა,რომელიც ბროშურის სახით კარების სახელურზეა ჩამოკიდებული.
· სტუმრის მიერ განთავისუფლებული ოთახი.
· თუ ოთახი დაკავებულია სტუმრებით. ამ შემთხვევაში დასუფთავების სამუშაოები უნდა ჩატარდეს მათი არყოფნის შემთხვევაში და სხვა.
თითოეული ტიპის დასუფთავებისთვის უნდა იქნას ჩანიშნული შემდეგი:
· სამუშაო გეგმა.
· რეგულაციები/რეგლამენტი.
· განრიგი.
საშუალოდ, დასუფთავებას 15-დან 25 წუთამდე სჭირდება. თუ დასუფთავების პროცესს გამოყოფილ დროზე მეტი დრო სჭირდება, შესაძლოა მიზეზი არასასიამოვნო,არაკომფორტულ ხელსაწყოებში, არაეფექტურ ტექნოლოგიებსა თუ აღჭურვილობაშია.
იატაკისა და ზედაპირის გაწმენდის მეთოდები:
· მშრალი.
· სათლი-წყალი (სველი).
· უსათლო. (წინასწარ მოსამზადებელი).
სასტუმროს ნომერში ჩვეულებრივ გამოიყენება სათლი-წყლის მეთოდი, მაგრამ უფრო თანამედროვე, უფრო სწრაფი და ეფექტური მეთოდია ქსოვი;ების და საფენების (მოპების) წინასწარ მომზადება.
საწმენდი ურიკა შეუცვლელია ოთახის, ნომერის მოვლაში. დასუფთავების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე თავად ურიკის მოდელისა და ზომის მიხედვით, ის შეიძლება აღჭურვილი იყოს:
· მტვერსასრუტით.
· მოპის კომპლექტით.
· ქსოვილებით სხვადასხვა ზედაპირებისათვის.
· ღრუბლით, ჯაგრისით (საჭიროების შემთხვევაში).
· ხელთათმანით.
· სარეცხი, სადეზინფექციო საშუალებებით.
· ნაგვის ტომრებით.
· კოსმეტიკური საშუალებების ნაკრებით, როგორიცაა: შამპუნი, შხაპის გელი, საპონი და სხვა.
· თეთრეულით, პირსახოცებით და სხვა.
საერთაშორისო დასუფთავების სისტემაში გავრცელებული ინვენტარის ფერადი კოდირების ზოგადი წესები:
· სანიტარული ზონები – წითელი;
· საცხოვრებელი ფართი, დერეფნები-ლურჯი;
· გაზრდილი ჰიგიენური მოთხოვნების მქონე ადგილები - მწვანე;
· ჩვეულებრივი დაბინძურების სხვა ზედაპირები- ყვითელი.
ხარისხის კონტროლი საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ გაწეული დასუფთავების სერვისის დონე. ამისთვის გამოიყენება საკონტროლო სიები (ჩეკ-ლისტი). ისინი ხელს უწყობენ მომავალში შეცდომების იდენტიფიცირებას და აღმოფხვრას, რითაც ინარჩუნებენ მომსახურების მაღალ დონეს.