სასტუმროს ავეჯი გადამწყვეტ როლს ასრულებს კომფორტული, ფუნქციონალური სივრცის შექმნაში და დაწესებულების საერთო დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მაჩვენებელია. სათანადო გამოყენება და მოვლა ინარჩუნებს ინტერიერის მიმზიდველობას და ხელს უწყობს მომსახურების ხანგრძლივობას.
ოპერაციული წესები.
დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ავეჯს არ უნდა ეხებოდეს ბასრი საგნები და არ უნდა ხდებოდეს უხეში შეხება რაიმე სხვა ინვენტარიის მეშვეობით. კარადებში მძიმე ან მოცულობითი ნივთები უნდა განთავსდეს ქვედა იარუსებზე კიდეების გასწვრივ, ხოლო მსუბუქი - ცენტრალურ ნაწილში. დატვირთვა თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობელ მოწყობილობებს. მიზანშეწონილია ოთახში ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება და საფარის დასველების თავიდან აცილება.
აუცილებელია სისუფთავის კონტროლი. ავეჯის გადასაფარებლები, ეფექტურად დაიცავს ჭუჭყისგან, ხოლო ოთახში მოთავსებული ჭიქების სადგამები ხელს შეუშლის ჩაის ან ყავის კვალის წარმოქმნას.
ზოგადი დასუფთავების რეკომენდაციები:
დასუფთავებისთვის საჭიროა გამოიყენოთ თანამედროვე საწმენდი აღჭურვილობა და უსაფრთხო, ეფექტური საწმენდი საშუალებები. სანამ დაიწყებთ დასუფთავებას, უნდა განსაზღვროთ საფარის ტიპი და შეარჩიოთ შესაფერისი პროდუქტი, რომელიც არ დააზიანებს მასალას. არ დაამუშავოთ ავეჯის ზედაპირები გამხსნელებით, ქლორით, ტუტე ან მჟავე ხსნარებით. მნიშვნელოვანია დამცავი საფარის გამოყენება ჭუჭყის, დაზიანებისა და ნაკაწრების თავიდან ასაცილებლად.
პერსონალმა უნდა გაიაროს ტრენინგი ავეჯის დამუშავებაში, რათა თავიდან აიცილოს დაზიანება და დამატებითი ცვეთა. დასუფთავების სამუშაოების დროს რეკომენდებულია ინტერიერის რეგულარული შემოწმება დეფექტებზე, რათა დროულად აღმოიფხვრას ისინი.
რბილი ავეჯის წმენდა
რბილი ავეჯი ქმნის განსაკუთრებულ კომფორტულ ატმოსფეროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი ლამაზად და მოწესრიგებულად გამოიყურებიან. დივნები და სავარძლები ყოველთვის მტვრის შემგროვებელია. ამიტომ, მიმზიდველი გარეგნობა დიდწილად დამოკიდებულია კარგ, რეგულარულ გაწმენდაზე:
· ყოველდღიური წმენდა მტვერსასრუტის საშუალებით;
· ყოველკვირეული სველი წმენდა წყალსასრუტის ან ორთქლის გენერატორის გამოყენებით;
· ქიმწმენდა სპეციალური ქიმიკატების (ლაქების მოსაშორებელი) გამოყენებით და სპეციალური მოწყობილობები ქიმიური წმენდისათვის და გასაშრობად.
ავეჯის სველი წმენდა მოიცავს რთული ლაქების, ტკიპების, უსიამოვნო სუნის, ალერგენების მოცილებას, ასევე დეზინფექციას. დასუფთავების პროცესის შემდეგ დარჩენილი სველი ადგილები სწრაფად უნდა გაშრეს ცხელი ჰაერით.
ტყავის ზედაპირისათვის შესაფერისია მხოლოდ არა აგრესიული ქიმიკატები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია ტყავის გასაწმენდად.
ხის ავეჯის მოვლა:
ნატურალური ხის ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ნატურალური ხისთვის განკუთვნილი ხსნარით დასველებული რბილი ქსოვილით. არ არის მიზანშეწონილი აბრაზიული საწმენდი საშუალებები, ასევე უხეში ზედაპირის ღრუბლები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ლაქირებული ზედაპირის მთლიანობა და გამოიწვიოს დაბინდვა. რეგულარული გაპრიალება (თვეში 1-2-ჯერ) ხელს შეუწყობს საფარის თავდაპირველი გარეგნობის შენარჩუნებას.
კომპანია კლინტექი გთავაზობთ ყველა საჭირო საწმენდ საშუალებებს. www.zoma.ge