კორონა ვირუსის პანდემია უკვე იხევს უკან და თმობს პოზიციებს, ცხოვრებაც უბრუნდება ჩვეულ რითმს. ეტაპობრივად იხსნება სხვადასხვა დაწესებულებები, მაღაზიები, სალონები, ოფისები. ახლა კი ამ ჩამონათვალს დაემატება ერთერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი, სპორტ დარბაზები.
მძიმე კარანტინის და იზოლაციის შემდეგ ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ორგანიზმის გაჯანსაღება და ფორმაში მოყვანა, მოდით გულახდილად ვთქვათ, იზოლაციის დროს დაგროვილი კილოგრამების მოშორებაც.
მაგრამ რამდენად უსაფრთხოა დახურულ სივრცეში ყოფნა, სადაც ამდენი ადამიანი ვარჯიშობს და აქტიურად მოძრაობს?
სპორტ დარბაზში ძალიან ბევრი სავარჯიშო მოწყობილობაა, რომლებსაც მრავალი ადამიანი ეხება, რომელიც რთული ფორმისა და მოყვანილობისაა, რომლეთანაც ხდება კარდიო ვარჯიშები, შესაბამისად აქტიურად მონაწილეობს ფილტვები პროცესში, ხოლო მათი დეზინფეცირება რთულია, მითუმეტეს ყოველი სპორცენის შემდგომ.
შესაბამისად აღნიშნულ საკითხს უნდა მივუდგეთ ეტაპობრივად და განვიხილოთ ყველა პუნქტი რომელიც უნდა გაითვალისწინოს როგორც დარბაზის მენეჯმენტმა, ასევე მომხმარებელმა რომელიც სარგებლობს დარბაზის მომსახურებით.
ხელების დაბანა
ხელების დაბანის შესახებ უკვე ყველა მედიადან გვესმის, მაგრამ საბოლოოდ როგორ უნდა დავიმუშავოთ ხელები და როგორია პროცედურა? პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები გვირჩევენ, რომ ხელის დაბანა მოხდეს ეგრეთ წოდებული ქირურგიული წესით. რაც გულისხმობს პროცედურის ხანგრძლივობას არანაკლებ 1.5 წუთისა, და ხელის სრული ზედაპირის დამუშავებას. დეტალურად კი რა ეტაპები უნდა გავიაროთ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვოდეო ინსტრუქციაში.
ხელების და მცირე ზედაპირების დეზინფექცია
როდესაც ხელები უკვე დავიმუშავეთ წყლით და საპნით, და გავიარეთ ყველა ეტაპი, მნიშვნელოვანია რომ ეს შრომა არ ჩაგვეყაროს წყალში, და ისევ არ შევეხოთ პოტენციურად ინფიცირებულ ან მარტივად რომ ვთქვათ დაბინძურებულ ზედაპირებს. როგორიცაა პირველ რიგში ჩვენი მობილური ტელეფონი, გასაღები ყურსასმენი და სხვა, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, როცა საუბარი გვაქვს სპორტ დარბაზზე, ბევრი მცირე ზედაპირი რომელსაც ეხება სპორცმენი ვარჯიშისას, მსგავსი ზედაპირები კი უამრავია. ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა უნივერსალური სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ხელზე ასევე ზედაპირებზე, რომელიც არ დატოვებს კვალს, მალე აორთქლდება და არ შეგვიშლის ხელს მოწყობილობის უსაფრთხო გამოყენებაში. ყურადსაღებია ის რომ სადეზინფექციო ხსნარი უნდა იყოს სპირტის მაღალი კონცენტრაციის შემცველი და არ უნდა აზიანებდეს ხელის კანს.
დარბაზში შეიძლება თან წავიღოს სადეზინფექციო საშუალება და ყოველი ვარჯიშის დაწყებისას დავამუშავოთ ყველა ის ზედაპირი რომელსაც ვეხებით.
დეზობარიერი
შემდეგი ფარი კორონავირუსის წინააღმდეგ არის დეზობარიერი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაქტერიები და ვირუსები შენობაში შეიძლება ჩვენი ფეხსაცმელების ძირებზეც შევიტანოთ, ამიტონ არ უნდა დავაიგნოროთ ეს უმნიშვნელოვანესი პუნქტი და აუცილებლად დავადგათ ფეხი დეზობარიერს. ამით ჩვენ დავიცავთ როგორც სკუთარ თავს ასევე შენობაშ მყოფებს და დარბაზის ადმინისტრაციასაც ვცემთ პატივს.
სოციალური დისტანცირება
სოციალური დისტანცირება, თავდაცვის ყველაზე მარტივი საშუალებაა. რეკომენდაციები 1.5-2 მეტრი დისტანცია სპორტ დარბაზშიც უნდა მოქმედებდეს, შესაბამისად საბენი ბილიკები იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, ხოლო დასაც არ არის შესაბამისი სივრცე უბრალოდ მუშაობდეს ინტერვალებით, ყოველი მეორე, ან თვითონ მოვარჯიშემ განსაზღვროს დისტანცია და არ დადგეს იმ ბილიკზე რომლის გვერდით უკვე ვარჯიშობს სხვა. იგივე ეხევა სხვა მოწყობილობებს, თუ რომელიღაც მოწყობილობასთან არ არის საკმარისი სივრცე უბრალოდ აირჩიეთ სხვა მოწყობილობა ან დაელოდეთ ადგილის გათავისუფლებას.
საგანმანათლებლო ზომები
დაბოლოს, კლუბებს მოეთხოვებათ მაქსიმალურად აცნობონ ვიზიტორებს ჰიგიენის ზომების მნიშვნელობის, რისკების და მათი მოგვარების შესახებ. ამისათვის ყველაზე უკეთესია პლაკატები და შეხსენების ნიშნები და ვიდეო რგოლები.