დასუფთავების თავისებურებები პროფესიონალურ სამზარეულოში.

კვების ობიექტების სამზარეულოს ზონები, სადაც ყოველდღიურად ამზადებენ დიდი მოცულობის კერძებს და იყენებენ უამრავ ჭურჭელს, აღჭურვილობას და ტექნიკას, შედის ურთულესი საწმენდი ადგილების კატეგორიაში.ვიზიტორთა ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია კვების ობიექტების სანიტარიულ მდგომარეობაზე. ჰიგიენის საჭირო დონეს უზრუნველყოფს პროცესების სწორი ორგანიზება, დასუფთავების ეფექტური მეთოდები და პროფესიონალური სარეცხი საშუალებების, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.

დაბინძურების ადგილები:

ყველაზე მძიმე და რთული დაბინძურება  (ცხიმი, ნამწვი) წარმოიქმნება ღუმელებში, შესაბოლ კამერებში, სამზარეულოს ზედაპირებზე, ასევე გამწოვებში. თუ სავენტილაციო სისტემა საკმარისად ხშირად არ იწმინდება, მისი ეფექტურობა და საერთო მომსახურების ვადა მცირდება.

გარდა მდგრადი ცხიმის ლაქების  მოცილებისა, აუცილებელია მინერალური, ცილოვანი და მიკრობიოლოგიური დაბინძურების  პრობლემების მოგვარება, ნადების, კოროზიის, წყლისა და რძისგან გამოწვეული  ნადებთან  ბრძოლა.

საგნები,მოწყობილობები,  რომლებსაც ყველაზე მეტად ეხებიან, საჭიროებენ ხშირ რეცხვა დეზინფექციას:

·         კარების, კარადების, მაცივრების და ღუმელების სახელურები;

·         აღჭურვილობის (ტექნიკის)  მართვის ღილაკები;

·         მყარი ზედაპირები;

·         მზარეულის ხელსაწყოები;

·         საჭრელი დაფები;

·         ონკანები და სხვა;

 

აუცილებელი მოთხოვნები სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებებთან:

კვების ობიექტების დასუფთავებისთვის განკუთვნილი პროფესიონალური სარეცხი საშუალებების მახასიათებლებს შორის შეიძლება გამოვყოთ ზედაპირის ჩამორეცხვის სიმარტივე და სპეციალური დანიშნულება, დაბინძურების ტიპისა და დასამუშავებული საფარის, ზედაპირის,  გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანი და საყურადღებოა:

·         ეფექტურობა;

·         ეკონომიური მოხმარება;

·         სერთიფიკატების,დოკუმენტაციისა  და სხვა ნებართვების ხელმისაწვდომობა.

 

ტუტე პრეპარატები ეფექტურია ორგანული დაბინძურების  წინააღმდეგ, როგორიცაა  ცხიმი,  ცილა და სხვა, მჟავაზე დაფუძნებული პრეპარატები  ხელს შეუწყობს კირქვის  და ჟანგის გამკლავებას. ამავდროულად, კვების ობიექტების საწმენდი და სადეზინფექციო ქიმიკატები არ უნდა შეიცავდეს ფოსფორისა და სილიციუმის მჟავების მარილებს, შენარჩუნებული უნდა იქნას ქიმიური სტაბილორობა. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით ეხება ჭურჭლის სარეცხ საშუალებებს, რომელთა ძირითადი თვისებებია უსაფრთხოება და რეცხვის მაღალი ხარისხი, ასევე დაბალი ქაფი (მანქანის გამოყენების შემთხვევაში) და ცხიმისა და ცილების ეფექტური დაშლა.

აბრაზიული შემადგენლობის საშუალებები  უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, რადგან შესაძლოა დაიკაწროს  ზედაპირი.

დეზინფექცია:

სადეზინფექციო ღონისძიებები მიზნად ისახავს  ობიექტებში ინფექციური დაავადებების პათოგენების განადგურებას. სადეზინფექციო საშუალებები უნდა იყოს დამტკიცებული საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში გამოსაყენებლად და ჰქონდეს ინსტრუქციები დამტკიცებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საკვებთან კონტაქტში მყოფი ზედაპირების დამუშავება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება QAC (მეოთხეული ამონიუმის ნაერთების) ხსნარებით. თუმცა, ექსპოზიციის დრო მკაცრად უნდა იყოს დაცული, რომ შედეგი ეფექტური იყოს.

სპირტზე  დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები უფრო სწრაფად მოქმედებს, მაგრამ გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად (ოთახის მთლიანი ფართობის არაუმეტეს 10%), რათა თავიდან იქნას აცილებული ჰაერში სპირტის  მაღალი კონცენტრაციის წარმოქმნა.

უფრო ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ არანაკლებ ეფექტურია პროდუქტები, რომლებიც დაფუძნებულია წყალბადის ზეჟანგზე და რძემჟავაზე.

პროფესიონალურ სამზარეულოში ჰიგიენური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროდუქციის ოპტიმალური ნაკრების არჩევის შესახებ რჩევისთვის მოგვწერეთ info@zoma.ge -ზე და/ან ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს www.zoma.ge