ლამინირებული იატაკის მოვლის წესები და სასარგებლო რეკომენდაციები
-ლამინატის მოვლის მეთოდები
-ლამინირებული იატაკის წმენდა და რეცხვა
-ლამინირებული იატაკის მოვლის რეკომენდაციები
ლამინატი არის პოპულარული ხელოვნური იატაკის საფარი, რომელიც ხის, ქვის ან კერამიკული ფილების იმიტაციას ქმნის. ნებისმიერი სხვა მასალის მსგავსად, ის მოითხოვს სათანადო ექსპლუატაციას და მოვლას. ეს მიმოხილვა შეიცავს ლამინატის იატაკის მოვლის ძირითად წესებს, ასევე რეკომენდაციებს ასეთი ზედაპირის გამოყენების შესახებ.
როგორ შევარჩიოთ დასუფთავების სწორი მეთოდი.
ლამინირებული იატაკის დასუფთავების სწორი მეთოდი, დამოკიდებულია თქვენს სახლში, ბინაში, ოფისში ან სხვა ობიექტში გამოყენებული მასალის ხარიხსზე. სიმტკიცის ხარისხიდან გამომდინარე, იატაკის საფარი იყოფა ორ ტიპად: კომერციული და საყოფაცხოვრებო.
კომერციული, ლამინირებული იატაკის ტიპისათვის შესაფერისია რეგულარული რეცხვა, ხოლო საყოფაცხოვრებოს შემთხვევაში მშრალი წმენდა უფრო მისაღებია. ბუნებრივია, მშრალი წმენდა არ ნიშნავს წყალთან კონტაქტის სრულ გამორიცხვას. ნესტიანი ქსოვილით ან ჯაგრისით გაწმენდა აქაც აუცილებელია. თუმცა, ტენიანობა უნდა იყოს მინიმალური კონცენტრაციით. თუ გაწმენდის შემდეგ ლამინირებულ იატაკზე რჩება წვეთები ან ლაქები, ისინი მთლიანად უნდა მოიწმინდოს.
ლამინირებული იატაკის წმენდა და რეცხვა.
საყოფაცხოვრებო ლამინირებული იატაკის მშრალი გაწმენდა დიდად არ განსხვავდება სხვა მსგავსი ზედაპირის მოვლისგან. მტვერსასრუტის გამოყენების შემდგომ, წმენდა უნდა მოხდეს ნოტიო ქსოვილით (მოპი და სხვა). რეკომენდირებულია იატაკის მოწმენდა დასრულდეს მშრალი ქსოვილით, საფუძვლიანად მოხდეს ზედაპირის გამშრალება.
კომერციული ლამინირებული იატაკის სველი წმენდა გულისხმობს ჯაგრისის, მოპის, ქსოვილის ან წყალსასრუტის გამოყენებას. პროცედურის შემდეგ, როგორც წინა შემთხვევაში, რეკომენდებულია დარჩენილი წვეთებისა და ლაქების გაშრობა. მნიშვნელოვანია დავამატოთ, რომ რომელიმე მეთოდის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ისეთი ხელსაწყოების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ ზედაპირის დაკაწრვა. ლამინატი არის მასალა, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა მექანიკური დაზიანების მიმართ და მცირე ნაკაწრების აღმოფხვრა კი საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა.
რეკომენდაცია:როგორ გავუხანგრძლივოდ სიცოცხლე ლამინატს.
აქ არის რამოდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი იატაკის სიცოცხლე. ლამინირებული იატაკის მოვლის წესების გარდა, უნდა ვუზრუნველყოთ შემდეგი:
-არ იაროთ ლამინირებულ იატაკზე ქუსლიანი ფეხსაცმლით;
-მოათავსეთ ფარდაგები ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანის ფეხი ყველაზე ხშირად "დააბიჯებს";
-არ გადააადგილოთ ავეჯი ლამინირებულ იატაკზე დამცავი მოწყობილობების გარეშე;
-დაუყოვნებლივ ამოიღეთ ყველა სახის დაბინძურება და წყალი ლამინატის ზედაპირიდან;
-დროულად დაამუშავეთ ნაკაწრები,რათა თავიდან აიცილოთ ზიანის გაზრდა.
კომპანია „კლინტექი“ გთავაზობთ ეფექტურ, პროფესიონალურ საშუალებებს, როგორც ქიმიას ასევე ინვენტარს. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის გვერდს: www.zoma.ge