სუფთა ჭურჭლის საიდუმლო.
ჭურჭლის რეცხვის მაღალი ხარისხის ზოგადი წესები.
სასარგებლო რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გარეცხოთ ჭურჭელი.
ჭურჭლის იდეალურად რეცხვის საიდუმლოებები.
ჭურჭლის რეცხვა შედის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სამუშაოების სიაში და ერთი შეხედვით, ეს პროცესი ელემენტარული ჩანს. შეიძლება აქ რაიმე საიდუმლოება ან ნიუანსი იყოს? სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ გააადვილოთ თქვენი ცხოვრება ჩვენი დასუფთავების ექსპერტებისგან რამდენიმე სასარგებლო რჩევის გათვალისწინებით. დღეს ჩვენ მოგახსენებთ, თუ როგორ უნდა გარეცხოთ სწორად ჭურჭელი ხელით, სახლის პირობებში, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და ასევე გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა.
ზოგადი წესები ჭურჭლის ხარისხიანი რეცხვისთვის:
თუ ფიქრობთ, რომ ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას ხარჯავთ დაბინძურებული ჭურჭლის რეცხვაში, სცადეთ დაიცვათ ეს მარტივი წესები.
-რაც შეიძლება სწრაფად მოიშორეთ პრობლემა. ნუ დააგროვებთ დაბინძურებულ ჭურჭელს ნიჟარაში და არ შეინახოთ ისინი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დიდი ხნის განმავლობაში.
-სწორად მოაწყვეთ სამუშაო ადგილი. სინამდვილეში, ჭურჭლის რეცხვა არც ისე რთულია, თუ ყველა საჭირო საშუალება და აქსესუარი ხელმისაწვდომ ადგილას გექნებათ. წინასწარ გამოყავით ზონა, სადაც დადებთ დასაპნულ თეფშებს, ჭიქებსა და სასადილო ნივთებს. ახლოს მოათავსეთ მოსახერხებელი თარო გასაშრობად. იზრუნეთ იმაზე, რომ ღრუბელი და სარეცხი საშუალებები ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.
-არ უნდა შეზღუდოთ თავი მხოლოდ ერთი სარეცხი გელით. საჭიროა რამდენიმე საშუალება, რადგან ზოგჯერ ქვაბი, ტაფა ან საცხობი ლანგარი რთულად იწმინდება ჩვეულებრივი სახლის ქიმიკატით. გარდა ამისა, ზოგიერთ თანამედროვე ჭურჭელს აქვს სპეციალური საფარი. ამისთვის საჭიროა ცალკე, უფრო ნაზი საშუალებები.
არ დაივიწყოთ ხელების დაცვის შესახებ. გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი, შემდეგ კი დაიტენიანეთ ხელები ლოსიონით ან სხვა საშუალებებით.
გამოყენებითი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად გარეცხოთ ჭურჭელი
სუფთა ჭურჭელი ყოველთვის მეტყველებს არა მხოლოდ სამზარეულოს მფლობელის ორგანიზებულობაზე, არამედ იმის ცოდნაზე, თუ როგორ უნდა გაირეცხოს ჭურჭელი სწორად. დღეს ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ღირებულ რჩევას.
ჩალბობა
ცხიმი და საკვების ნარჩენი ძალიან სწრაფად შრება ჭურჭელზე, რის შემდეგაც მათი გარეცხვა რთული ხდება. ამიტომ ყველა თეფში, ტაფა, ქვაბი და საცხობი ლანგარი აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩაალბოთ და რაც მთავარია, უმჯობესია ცხელ ან თუნდაც თბილ წყალში, რადგან ასე ბევრად ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ დაბინძურების მოსაცილებლად. მაგალითად როგორ გავრეცხოთ სწორად ჭურჭელი, რომ არ დაიხარჯოს მთელი საღამო ამ პროცესში? განათავსეთ ჭურჭელი დიდ თასში ან სამზარეულოს ნიჟარაში, გაავსეთ თბილი ან ცხელი წყლით ისე, რომ მთელი ჭურჭელი იყოს დაფარული, დაამატეთ რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალება. დააყოვნეთ 20- 30 წუთი.
ბროლი რეკომენდირებულია მხოლოდ ცივ წყალში დასამუშავებლად. ასეთი მეთოდით ბროლი არ დაიბურება.
დახარისხება-სორტირება
ჭურჭლის სწორად გარეცხვა ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში აუცილებლად უნდა გავყოთ ის ჯგუფებად. ეს არა მხოლოდ აჩქარებს დაბინძურების მოცილების პროცესს, არამედ ხელს უშლის დეფექტების გაჩენას. მაგალითად, თუ მძიმე ნივთი აღმოჩნდება ზედა ნაწილში, როგორიცაა მძიმე ქვაბი ან ტაფა, ადვილად შეუძლია გაუჩინოს ბზარები ფაიფურს, თხელ მინას და ა.შ.
თუ არ იცით, როგორ გარეცხოთ სწორად ჭურჭელი ხელით, დაიწყეთ ბოკალებით და , ჭიქებით, რადგან ეს ნივთები ყველაზე ადვილად შეიძლება დაზიანდეს ან გატყდეს.
შემდეგ, უკვე შეგიძლიათ გარეცხოთ თეფშები, ჯამები, სხვადასხვა კონტეინერები. ბოლო ეტაპზე რეკომენდირებულია რკინის ჭურჭლის გარეცხვა: ტაფები, ქვაბები, საცხობი ფირფიტები და სხვა.
ინვენტარის სწორი შერჩევა
თუ გსურთ იცოდეთ, როგორ გარეცხოთ ჭურჭელი ყველა წესის მიხედვით, წინასწარ შეიძინეთ ყველა საჭირო ინვენტარი. დროდადრო, როგორც რბილი, ასევე აბრაზიული აქსესუარების გამოყენება დაგჭირდებათ.
ორმხრივი ქაფის ღრუბლები. ერთი მხარე შესაფერისია მსუბუქი ჭუჭყის მოსაშორებლად, ხოლო მეორე დაგეხმარებათ დამწვარი ცხიმის (ნამწვის) სქელ ფენასთან ბრძოლაშიც კი.
მეტალის სახეხი, ნეჭა. სწრაფად წმენდს გრილს და ლითონის ქვავებს რომელსაც არ აქვს საფარი.
ჭურჭლის იდეალურად რეცხვის საიდუმლოებები.
თუ არ იცით, როგორ გარეცხოთ ჭურჭელი სწორად სახლში, რომ იგი გამოიყურებოდეს როგორც ახალი, სცადეთ გამოიყენოთ ეს სასარგებლო რჩევები.
ემალირებული ჭურჭლის მაქსიმალურად ხანგრძლივად შენარჩუნებისათვის და მისი სრულყოფილი ვიზუალის შესანარჩუნებლად, საჭიროა მისი სწორად მოვლა. თავიდან უნდა აიცილოთ ტემპერატურული ცვლილებები, არ დაუშვათ მისი დაცემა იატაკზე , დაივიწყეთ მეტალის სახეხის, ნეჭას გამოყენება. რთული დაბინძურების შემთხვევაში, ჩაალბეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კარგად გარეცხეთ. რეკომენდირებული პროდუქტი: https://zoma.ge/product/000013956
ყავის ნადების მოსაშორებლად გამოიყენეთ მჟავა პროდუქტი, დააყოვნეთ ჭურჭელში მჟავა პროდუქტი ან აადუღეთ წყალთან ერთად და შემდგომ კარგად გარეცხეთ. ჩვენი რეკომენდირებული პროდუქტია: https://zoma.ge/product/000013553
მინის ჭურჭელს არ უყვარს ტემპერატურის უეცარი ცვლილებები. მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოექცეთ. უმჯობესია ასეთი ჭურჭლის რეცხვის დროს მოიხსნათ ხელიდან ყველა სამკაული.
თიხის ჭურჭლის გარეცხვა შესაძლებელია ხარისხიანი სარეცხი საშუალებით ან სოდის შემცველი ხსნარით. თიხის ჭურჭლის გაშრობა ხდება სახურავის გარეშე,რომ ავირიდოთ არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა.
კომპანია კლინტექი გთავაზობთ სარეცხი საშუალებების ფართო არჩევანს. ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.zoma.ge