ZOMA-ს წარმატებული დებიუტი კახეთში: ინოვაციები და პარტნიორობა HORECA ინდუსტრიისთვის
კახეთის ულამაზეს ბუნებაში, სასტუმრო „სავანეთი“ ZOMA-ს პირველ რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობდა, რომელიც ჰორეკას ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ნამდვილად შთამაგონებელი და ნაყოფიერი შეხვედრა აღმოჩნდა. ამ ღონისძიების ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ერთგულ და შეუცვლელ პარტნიორებს – სნოუ ფექტორსა და ბალავერსს.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა კახეთის რეგიონის სხვადასხვა სფეროდან მოწვეულმა ცნობილმა სტუმრებმა : გიუაანი, ვალდი, ზოდიაქო, კურორტი ლაგოდეხის ნაკძალი, სეროდანი ,რიკო რანჩო ,აგარანის მამული, სავანეთი, რედისონი, კაბადონი, თუშეთის სამზეო ,ართვაინი, კვირია, ბურკის ციხე მარანი, ჰბ თელავი.
კონფერენციის პირველი ეტაპი მიეძღვნა გაცნობასა და კომპანია ZOMA-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა, ავთანდილ ანდღულაძემ, დამსწრეებს გააცნო სამზარეულოში დასუფთავების თანამედროვე სტანდარტები და წესები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სასტუმროსთვის.
შემდეგ, ჰორეკა მიმართულების გაყიდვების ხელმძღვანელმა, ირაკლი დიდენკომ, ყურადღება გაამახვილა ZOMA-ს პროდუქციის მრავალფეროვნებაზე, კერძოდ კი – Zen-ის კოსმეტიკის ხაზსა და სასტუმრო აქსესუარებზე, რომლებიც კომფორტისა და ესთეტიკის სრულყოფილ კომბინაციას ქმნიან.
ტრენინგების და პერსონალის განვითარების მენეჯერმა, ნინო კახიასვილმა, დამსწრეებს გააცნო სასტუმროსთვის აქტუალური ისეთი თემები, როგორიცაა სამრეცხაო სერვისები და HOUSE KEEPING-ის თანამედროვე მიდგომები, რაც უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაქსიმალურ სისუფთავესა და კომფორტს.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გაყიდვების მენეჯერის, არომა ბრენდინგის სპეციალისტის, ნინო მაისურაძის პრეზენტაციამ, რომელმაც ისაუბრა სასტუმროებისთვის განკუთვნილი არომა დიფუზორების სიახლეებზე, რომლებიც ხელს უწყობენ სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნასა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შეთავაზებას.
კონფერენციის მეორე ეტაპი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და უშუალო დიალოგი გაემართათ ZOMA-ს ექსპერტებთან.
ღონისძიების კულმინაციად იქცა იტალიური ბრენდი IPC-ს მტვერსასრუტის გათამაშება, ხოლო ZOMA-ს პარტნიორმა კახეთში, კომპანია „სნოუ დელივერმა“, 300-ლარიანი ვაუჩერი გაათამაშა თავის პროდუქციაზე. თითოეულ მოწვეულ სტუმარს გადაეცა სერტიფიკატი და Zoma-ს ბრენდის პროდუქცია, რაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დეტალი გახდა.
კონფერენცია ლამაზად დასრულდა საზეიმო ვახშმით, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, არაფორმალურ გარემოში გაეცვალათ შთაბეჭდილებები და კიდევ უფრო განემტკიცებინათ საქმიანი კავშირები.
ZOMA-ს პირველმა რეგიონალურმა კონფერენციამ კახეთში ნათლად აჩვენა კომპანიის მზაობა, გააგრძელოს ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება სასტუმრო ინდუსტრიისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია! ZOMA გეგმავს მსგავსი კონფერენციების ჩატარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რათა მაქსიმალურად ბევრ პარტნიორს მისცეს საშუალება, გაეცნოს კომპანიის სიახლეებს და დამკვიდრდეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა.
გვადევნეთ თვალი! ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ მომავალ კონფერენციის რეგიონს. თუ ხარ ამ სფეროში, ან გინდა დაიწყო თანამშრომლობა ZOMA-სთან ერთად, თქვენ შეძლებთ დარეგისტრირდეთ და დაესწროთ ჩვენს მომავალ კონფერენციას.