ZOMA – CLEANTECH შრი-ლანკაზე: ერთიანობა, რომელიც ახალ საზღვრებს გვიხსნის

Zoma-სთვის ეს წელი მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა: შემოსავლების ზრდა, ახალი პროდუქტების გაშვება და გაფართოებული კლიენტების და დილერების ბაზა. თუმცა, ყოველი მიღწეული შედეგის უკან დგანან ადამიანებიგუნდი, რომელიც ერთმანეთს მხარს უჭერს, ენდობა და მუდმივად წინ მიიწევს.

სანამ განვითარების მომდევნო, კიდევ უფრო ამბიციურ ეტაპზე გადავიდოდეთ, გადავწყვიტეთ დრო ერთად, ეგზოტიკურ და შთამაგონებელ გარემოში გაგვეტარებინა. შრი-ლანკა გახდა ადგილი ჩვენი გონების "გადატვირთვისთვის" და ენერგიით დამუხტვის.

მოგზაურობა ოფისის მიღმა

ჩვენთვის შრი-ლანკა არ იყო უბრალოდ მოგზაურობა. ეს იყო შესაძლებლობა: ნამდვილი ადამიანური კავშირებისთვის სამუშაო სივრცის მიღმა. გულწრფელი საუბრებისა და საერთო გამოცდილების დაგროვებისთვის. ერთმანეთის, როგორც პიროვნებების და არა მხოლოდ კოლეგების, უკეთ გაცნობის.

თავგადასავლებით სავსე მარშრუტი

ჩვენი დღეები დატვირთული იყო აღმოჩენებით, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი გუნდური სულისკვეთება:

  • დავლაშქრეთ დიდებული სიგირია და ვეწვიეთ ისტორიულ ქალაქ კანდის.
  • ვიმოგზაურეთ ბოტანიკურ ბაღსა და Temple of the Sacred Tooth Relic-ში
  • აღმოვაჩინეთ ჩაის ვრცელი პლანტაციები, სანელებლების სამყარო და ადგილობრივი ნატურალური კოსმეტიკა.
  • და ბოლოს, ძალები აღვიდგინეთ ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე.

მთავარი შედეგი: უფრო ძლიერი გუნდი

სახლში კიდევ უფრო ერთიანი, შთაგონებული და მოტივირებულ დავბრუნდით. ამ მოგზაურობამ მოგვცა ახალი იდეები და გუნდურობის ის მძაფრი შეგრძნება, რაც ნებისმიერი წარმატების საფუძველია.

წინ ახალი მიზნები და გამოწვევები გველის. მჯერა, რომ ერთად ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია. ვამაყობ ამ გუნდით და მადლიერნი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც მის ნაწილს წარმოადგენს.“