მომხმარებელი (ფიზიკური პირი) თანხმობას აცხადებს კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, გაცხადებული თანხმობის ფარგლებში კომპანია ახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების, შენახვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ასეთის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება მომსახურებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესრულების, მისი გაადვილების, ასევე კომპანიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის, კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე.
მომხმარებელს (ფიზიკურ პირს) საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ აქვს შემდეგი უფლებები: მისი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
მონაცემების შენახვა ხორციელდება არსებული რეგისტრაციისას წარმოშობილი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 წლისა. მონაცემთა სუბიექტს (შემსრულებელს) უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს შპს „კლინტექ“-ს მისამართზე: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5, ან ელექტრონულად მისამართზე: INFO@ZOMA.GE და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება, მათ შორის უარი განაცხადოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გაცემული თანხმობის უკან გამოხმობა.