თეთრეულის ძირითადი სარეცხი საშუალება
Zoma Profi Enzim -თხევადი კონსისტენციის ძირითადი სარეცხი საშუალება პროფესიონალური სარეცხი მანქანებისთვის. შეიცავს ოპტიკურ მათეთრებელს და ენზიმებს. გამოიყენება როგორც თეთრ, ისევე ფერად ქსოვილზე. აცილებს სიყვითლეს, ჭუჭყს და სხვა სახის ლაქებს. აფერხებს მანქანის ნაწილების კოროზიას. სასტუმროების, საავადმყოფოების და სხვა დაწესებულებების თეთრეულის რეცხვის დროს რეკომენდირებულია დამატებით მათეთრებლის გამოყენება. ხსნარის მიწოდება ხდება სპეციალური დოზირების სისტემის მეშვეობით.
სპეციალურად ფორმულირებულია პროფესიონალურ სარეცხ მანქანებში გამოსაყენებლად.
დოზირება:
მცირე დაბინძურებაზე 3-5 მლ/კგ. რეცხვის ტემპერატურა 40-60°C.ძლიერ დაბინძურებაზე 5-6 მლ/კგ. რეცხვის ტემპერატურა 60-90 °C.
შემადგენლობა: დეიონიზებული წყალი, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, წყლის დამარბილებლები, ქაფის სუპრესანტები, პროტეაზა, ამილაზა, ოპტიკური გამაღიავებელი, პოლიაკრილის მჟავას კოპოლიმერები, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლიმონის მჟავა, გაუმჭვირვალობის ემულსია, ნატრიუმის ქლორიდი, კონსერვანტი.
შენახვის პირობები: მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ტემპერატურაზე +5C-დან +25C-მდე. გამოყენების ვადა: 24 თვე. გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
დამზადებულია საქართველოში.
პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, მოითხოვეთ მისი გამოყენების და უსაფრთხოების დოკუმენტაცია info@zoma.ge