მწერების საწინააღმდეგო საშუალება.
ინსექტოააქარიციდული პრეპარატი სუსპენზიის კონცენტრატის სახით, პრეპარატს აქვს მწვავე და ხანგრძლივი ინსექტიციდური მოქმედება, არის ფართო სპექტრის ართროპოდების განადგურებისთვის.
რეკომენდებულია მისი გამოყენება: ტარაკანების, ჭიანჭველების, რწყილების, ბუზებისა, კოღოების და სხვა მწერების გასანადგურებლად.
შეიცავს დელტამეტრინს 5%-იანი კონცენტრაციით, აქვს მწვავე ეფექტი მწერებზე, მოსამზადებელი ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი.
კონცენტრატი - საჭიროებს გაზავებას.
გაზავება:
ტარაკნების გასანეიტრალებლად 50 მლ - 5 ლიტრ წყალში
ჭიანჭველების, რწყილების, ბუზებისა, კოღოების და სხვა მწერების გასანეიტრალებლად 50 მლ - 10 ლიტრ წყალში.
5 ლიტრი სამუშაო ხსნარი საკმარისია 100 კვ/მეტრზე.
გამზადებული ხსნარი რეკომენდირებულია შეინახოთ 8 საათის განმავლობაში.
გამოყენების არეალი: სახლი, ეზო, კომერციული ფართი, ნაკვეთი, სამრეწველო შენობები, ფერმები.
ზედაპირები უნდა დაამუშაოთ გამფრქვევით, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ შესხურებას, მინიმუმ 20-30 სმ მანძილზე.
დეზინსექცია უნდა ჩატარდეს ისეთი ზედაპირზე, რომლებზეც არის მწერების დაგროვების ადგილი
მაგალითად: კარადების უკან, ხელსაბანის ქვეშ, პლინტუსების ქვეშ, ასევე სამზარეულოში. სავენტილაციო ღიობებში, ნაგვის ურნებში და ა.შ.
მოქმედება: პრეპარატის მოქმედება ხდება მყისიერად 15 წუთში და უზრუნველყოფს დაცვას 10 კვირამდე.
განსხვავება: K-Otrin განსხვავდება სხვა პრეპარატებისგან იმით რომ არის ახალი თაობის პროდუქტი, რომელსაც აქვს რამდენიმე უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით: აქვს ნაკლებად გამაღიზიანებელი ეფექტი, შეიცავს ორგანულ გამხსნელებს, რომელიც არ წარმოშობს უსიამოვნო სუნს და არ წარმოქმნის ლაქებს.
პროდუქტი არის არააალებადი და მისი შენახვა-ტრანსპორტირება არის უსაფრთხო.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მოცულობა: 0.05 ლ.
მწარმოებელი: ENVU/BAYER