Zoma Universal CITRON
იატაკის და ინტერიერის ყოველდღიური საწმენდი საშუალება
აღწერილობა
სპირტზე დამზადებული ყოველდღიური საწმენდი საშუალება წყალგამძლე, მყარი ზედაპირებისათვის.
ძირითადი თვისებები
• ემყარება სპირტისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ეფექტურ კომბინაციას
• სწრაფად მოქმედებს
• აქვს სასაიმოვნო სურნელი
• pH-ნეიტრალურია
დადებითი მხარე
• ძალიან ეკონომიურია დაბალი დოზირების შემთხვევაში ბრწყინვალე წმენდის უნარის წყალობით
• სწრაფად შრება და არ ტოვებს ლაქებს
• აქვს სასიამოვნო ცისტრუსის სურნელი.
• გამოყენება შეიძლება რობოტ მტვერსასრუტში.
• გამოიყენება ასევე იატაკის ერთ-დისკიანი საპრიალებელისთვის (single disc machine) და იატაკის სველი ტილოთი მოწმენდისათვის
გამოყენების ინსტრუქცია.
დოზირება:
• მინიმალური დოზა: 25 მლ 5 ლიტრ წყალზე (0.5%)
• რეკომენდებულია: 50 მლ 5 ლიტრ წყალზე (0.5%)
75-100 მლ 10 ლიტრ წყალზე
• ძალიან ჭუჭყიანი ზედაპირისთვის: გაზარდეთ დოზა
• მისასხურებლით წმენდის მეთოდი: 25-50 მლ 500 მლ წყალში მისასხურებლიან ბოთლში
გამოყენება:
იატაკი:
• ხელით რეცხვა: ჩაასხით სათლში წყალი და დაამატეთ რეკომენდირებული დოზა ზომა უნივერსალის, დაასველეთ ტილო და გაწმინდეთ დაბინძურებული ზედაპირი.
• რობოტი მტვერსასრუტი: წყლის ავზში ჩაასხით წყალი და დაამატეთ 10 მლ ზომა უნივერსალი (იატაკის საწმენდი საშუალების თავსახურის ნახევარი).
• მანქანა-დანადგარით: ჩაასხით პროდუქტის რეკომენდირებული დოზა წყლით სავსე ავზში.
ინტერიერი:
მისხურების მეთოდი: ჩაასხით პროდუქტის დოზა წყლით სავსე მისასხურებლიან ბოთლში, დაასხით სითხე სველ ტილოზე და გაწმინდეთ. მუდმივად გაავლეთ ან ცვალეთ ტილო. ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენეთ ღრუბლის საწმენდი.
სათლის (ვედრის) მეთოდი: ჩაასხით პროდუქტის რეკომენდირებული დოზა წყლით სავსე სათლში (5ლიტრი), დაასველეთ ხსნარით ტილო ან ღრუბელი და გაწმინდეთ ზედაპირი. ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაცილებლად გამოიყენეთ ღრუბლის საწმენდი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
არ გამოიყენოთ წყალზე მგრძნობიარე ზედაპირზე/მასალაზე (მაგ. ლაქით დაუმუშავებელ ხეზე ან კორპის მასალაზე)
გამოყენების წინ გარეცხვის შესაძლებლობის და მასალის შესაბამისობის ტესტირების მიზნით, მიასხურეთ პატარა, შეუმჩნეველ ფართზე.
ტექნიკური მონაცემები:
• გარეგნული მხარე გამჭვირვალე, ყვითელი სითხე
• შესაბამისი ტენიანობა [200C] 0.99
• pH-კოეფიციენტი: 7.0-7.5
ზემოთ მოცემული მონაცემები დამახასიათებელია ნორმალური პროდუქციისთვის, იგი არ უნდა იქნას მიჩნეული საქონლის სპეციფიკაციად.
უსაფრთხო გამოყენება და ინფორმაცია შენახვის შესახებ
შეინახეთ ორიგინალ დახურულ კონტეინერებში. გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ტემპერატურაზე +5C-დან +25C-მდე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალთან და კანთან კონტაქტს.