Zoma Perox - არის ჟანგბადზე დაფუძნებული მათეთრებელი, გამოიყენება ყველა ტიპის ქსოვილზე, ფერადზეც კი. ამოჰყავს ყველა ტიპის ლაქა,ქსოვილის დაზიანების გარეშე. სპეციალურად ფორმულირებულია პროფესიონალურ სარეცხ მანქანებში გამოსაყენებლად. ათეთრებს დაბალ ტემპერატურაზეც (30-40°C). იდეალური რეცხვის ტემპერატურაა 60-85 °C.
მახასიათებლები და დოზირება:
ZOMA Perox დაფუძნებულია წყალბადის ზეჟანგზე. გამოიყენება სარეცხ მანქანაში ძირითადი რეცხვის დროს. 1 კგ ქსოვილზე გამოიყენება 2-5 მლ ZOMA Perox სპეციალური დოზირების სისტემით.
შენახვის პირობები: მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ტემპერატურაზე +5C-დან +35C-მდე.
გამოყენების ვადა 12 თვე.
გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.
შპს ,,კლინტექ”-ის დაკვეთით აწარმოებს შპს ,,ზომა ჯორჯია”
დამზადებულია საქართველოში.