Suma Bac D10 არის კონცენტრირებული თხევადი სარეცხი–სადეზინფექციო საშუალება,
რომელიც ერთდროულად წმენდს და ახდენს ყველა ზედაპირის დეზინფექციას.
პროდუქტი გამოიყენება კვების ობიექტებში მოწყობილობების ზედაპირების გაწმენდისთვის. QAC , კომპლექსწარმომქმნელი / სეკვესტრანტების და ბუფერული სისტემის კომბინაციით პროდუქტი მეტად ეფექტურია მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად წყლის ყოველგვარ პირობებში.
ფორმულაცია ასევე მოიცავს ზედაპირულ–აქტიურ ნივთიერებებს, რის გამოც პროდუქტი გამოიყენება ერთდროულად როგორც გაწმენდის, ასევე დეზინფექციისთვის.
Suma Bac D10 დამტკიცებულია Unilever–ის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის გარანტიის ცენტრის (SEAC) მიერ, როგორც უსაფრთხო გამოყენებისთვის, გამოყენების დირექტივების შესაბამისად მისი დამუშავებისას..
გამოყენების ინსტრუქციები
1. გააზავეთ 20 -25 მლ 1 ლიტრ წყალში
2. მოაცილეთ ჭუჭყი.
3. შეასხურეთ ზედაპირებზე.
4. გააჩერეთ მინიმუმ 5 წუთი.
5. კვების პროდუქტებთან შეხებაში არსებული ზედაპირები მთლიანად გადარეცხეთ სუფთა წყლით და დატოვეთ გასაშრობად. პროდუქტის შევსებული აეროზოლური ბალონი აქტიური იქნება შვიდი დღის განმავლობაში. გარეცხეთ და გააშრეთ ბოთლი.
განმეორებით შევსებამდე.
მოცულობა: 5 ლ