დაიბანე ხელი - გადაარჩინე სიცოცხლე

მსოფლიოში დაახლოებით 1.4მლნ-ზე მეტი ადამიანია დაავადებული ე.წ. ნოზოკომიური (საავადმყოფოსშინა) ინფექციებით. სტატისტიკის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების 5-10%-მდე ავადდება 1 ან მეტი ინფექციით.

მსოფლიოში ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო ყურადღება ექცევა ხელების დაბანას, პერსონალის დიდი ნაწილი საერთოდ არ იბანს ხელს, ან ამას არასათანადოდ აკეთებს.

ჭუჭყიანი ხელები არის ისეთი დაავადებების გავრცელების ყველაზე მარტივი გზა როგორიცაა: ვირუსული ჰეპატიტი, დიზინტერია და სხვა. 

სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექციების უმეტესი ნაწილის პრევენცია შესაძლებელია სწორედ ხელების სათანადო ჰიგიენით.

2009 წლიდან, მსოფლიოში 5 მაისი აღინიშნება როგორც ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღე.

კამპანია მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში ხელი შეუწყოს ხელების დაბანის გლობალურ პოპულარიზაციას და ხელის ჰიგიენის გაუმჯობესებას მთელს მსოფლიოში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს და დაწესებულებებს, ეფექტურად შეასრულონ/დანერგონ  ხელის ჰიგიენის პრაქტიკა პაციენტებში და ჯანდაცვის თანამშრომლებში.

საინტერესო ფაქტი: 1847 წელს, იგნაზ სემელვაისი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც განაცხადა რომ ხელების დაბანას დიდი როლი აქვს ინფექციების გადაცემის ჯაჭვში. მან საავადმყოფოში დააწესა ხელების დაბანის მკაცრი წესები, რის შემდეგაც წლის ბოლოსთვის, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18.27-დან 0.19%-მდე დაეცა.

დაიბანე ხელი - გადაარჩინე სიცოცხლე და Covid19.

ხელის ჰიგიენა არის ყველაზე ეფექტური სხვადასხვა პათოგენების და ინფექციების პრევენციისთვის, ხელის ხშირი დაბანა თბილი გამდინარე წყლით და საპნით ასევე ანადგურებს კორონავირუსებს და ამცირებს მათი გავრცელების რისკს მინიმუმამდე.

ხელის დაბანის სანიმუშო პრაქტიკა:

 

ჰიგიენის ნორმების დასაცავად, საჭიროა: თბილი გამდინარე წყალი, თხევადი საპონი და ერთჯერადი ხელსახოცი.

Zoma-ს ჰიგიენური საშუალებები:

თხევადი საპნები: საპონი

ქაღალდის ხელსახოცები: ქაღალდი

ქაღალდის დისპენსერები: დისპენსერი

აქვე, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენების 5 უპირატესობა: ქაღალდის ხელსახოცი თუ ელექტრო საშრობი?