ZOMA SAFECIP -არის დაბალაქაფებადი, ნეიტრალური სარეცხი საშუალება კვებისა და სასმელების მრეწველობაში გამოსაყენებლად. შესაფერისია კეგებისათვის, კონტეინერებისათვის, პლასტმასის ავზებისათვის და სხვა.
მაღალეფექტურია ორგანული და არაორგანული ნადების მოსაცილებლად.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება: ZOMA SAFECIP გამოიყენება კონცენტრაციით 1-3% w/w (1,2,-2,8%v/v),
რეცხვის ტემპერატურა 60-80°C, დამოკიდებულია დაბინძურების დონეზე. გამოყენების შემდეგ აუცილებელია საფუძვლიანი ჩამორეცხვა.
შესაფერისია ავტომატური დოზირებისა და გამტარიანობის კონტროლისათვის. შემადგენლობა: ტეტრანატრიუმის ეთილენ დიამინ ტეტრააცეტატი, ტეტრანატრიუმის (1-ჰიდროქსი ეთილიდენ) ბისფოსფონატი, 1,2-ბენზიზოთიაზოლ-3(2H)-ონი. ყურადღებით: იწვევს კანის და თვალის გაღიზიანებას. არ შეისუნთქოთ სპრეი. გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები, სათვალე და პირბადე. სხეულზე მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი ჭარბი წყლით. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში, მოიხსენით ლინზები მსგავსის არსებობის შემთხვევაში და განაგრძეთ ჩამობანა. მიმართეთ ექიმს. შენახვის ვადა 24 თვე. გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე. გამოიყენება მხოლოდ პროფესიონალური მომხმარებისთვის.