Zoma cip forte
კომბინირებული მჟავა სარეცხი საშუალება CIP რეცხვისა და ალუმინის ზედაპირებისათვის.
Zoma cip forte არის დაბალ ქაფიანი, მაღალაქტიური, აზოტის და ფოსფორის მჟავების ნარევი სარეცხი საშუალება, რომელიც განკუთვნილია CIP რეცხვის ფართო სპექტრისათვის. გამოიყენება საკვებისა და სასმელების წარმოებაში. ეფექტურად აშორებს ორგანულ და არაორგანულ ნალექებს, კალციუმს.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება: Zoma cip forte როგორც წესი, გამოიყენება 2.5-13% w/v (2-10% v/v) კონცენტრაციებში 20-60°C ტემპერატურაზე. CIP გამოყენებისთვის: 1-2,5% w/w (0,8-2% v/v), დამოკიდებულია გამოყენებასა და ნალექის დონეზე. პასივაციისთვის გამოყენების პირობები: დახურული სისტემები: 25%, 60-80°C, 3 საათი. ღია სისტემები: 10-15%, 60-65°C, 5 საათი
ყურადღებით: გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები, სათვალე და პირბადე. სხეულზე მოხვედრის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი ჭარბი წყლით. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ფრთხილად გამოირეცხეთ წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში, მოიხსენით ლინზები მსგავსის არსებობის შემთხვევაში და განაგრძეთ ჩამობანა. მიმართეთ ექიმს.
შენახვის ვადა 24 თვე. გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე. გამოიყენება მხოლოდ პროფესიონალური მომხმარებისთვის. იხილეთ პროდუქტის დოკუმენტაცია www.zoma.ge ან მოითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია: info@zoma.ge