ბოსტნეულის და კვერცხის ჰიგიენური სარეცხი საშუალება.
**Zoma Vegi Des-**არის კონცენტრირებული სარეცხი დანამატი. პროდუქტი წარმოადგენს სტაბილურ ქლოროვან ხსნარს, რომელიც მეტად ეფექტურია ბოსტნეულის და კვერცხის ჰიგიენური რეცხვისათვის.
ეფექტურია დაბალ ტემპერატურაზე, არ აფუჭებს ბოსტნეულს, უზრუნველყოფს ყველა ტიპის ბოსტნეულის და კვერცხის ჰიგიენურ გარეცხვას.
პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, მოითხოვეთ მისი გამოყენების და უსაფრთხოების დოკუმენტაცია: info@zoma.ge.
გამოყენების ინსტრუქციები
Zoma Vegi Des-ის დოზირება შესაძლებელია ხელით ან დოზირების სისტემის მეშვეობით.
რეკომენდებული კონცენტრაცია - 5-40 მლ/1ლ წყალი.
ხელით დოზირება: მოამზადეთ 5 მლ - 1 ლიტრზე ბოსტნეულის და მწვანილის შემთხვევაში ხოლო 40მლ - 1 ლიტრზე - მხოლოდ კვერცხის დამუშავების შემთხვევაში. აღნიშნულ ხსნარში, შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში.
დოზირების სისტემით: დააჭირეთ დოზირების სისტემის ღილაკს და გააჩერეთ მანამ, სანამ საკმარისი ხსნარი არ იქნება წარმოდგენილი ჭურჭელში. გაჟღინთეთ ბოსტნეული 1 წუთის ხოლო კვერცხი 5 წუთის განმავლობაში აღნიშნულ ხსნარში, შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში.
უსაფრთხოების ზომები:
გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. კანზე და თვალებში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ წყლით. აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოარიდეთ ბავშვებს! არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სარეცხ საშუალებებთან ერთად.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ორიგინალ დახურულ კონტეინერებში, მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას, უმჯობესია 0 – 30°C შორის.
შენახვის ვადა: 6 თვე. წარმოების თარიღი მითითებულია შეფუთვაზე.
შპს ,,კლინტექ”-ის დაკვეთით აწარმოებს შპს ,,ზომა ჯორჯია”
დამზადებულია საქართველოში.