Zoma Safe - გამოიყენება ჯანდაცვის ორგანიზაციებში, ასევე კვების ობიექტებში, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის და საბავშვო დაწესებულებებში, საყოფაცხოვრებო პირობებში. არ საჭიროებს გაზავებასა და ჩამორეცხვას/ჩამობანას. გამოიყენება სპირტისადმი მდგრად ზედაპირებზე.
Zoma Safe რეგისტრირებულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ხელის სადეზინფექციო საშუალება არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო, მას გააჩნია კანის დამცავი და დამარბილებელი ეფექტი, და მოქმედების ფართო სპექტრი ბაქტერიების (მ/შ მიკრობაქტერიების), ვირუსების (მ/შ კორონა ვირუსების), სოკოების და ნაწლავის ჩხირის (E.coli) მიმართ.
შემადგენლობა: ეთანოლი - 65%, ბენზალკონიუმ ქლორიდი - 0.16%, კანის მოვლისთვის განკუთვნილი დანამატი (გლიცერილის კოკოატი, ალანტიოინი), გამოხდილი წყალი.
ყურადღება: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ ღია ჭრილობებზე და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. შეინახეთ მზის სხივების ზემოქმედე-ბისაგან დაცულ ადგილზე. გამათბობელი მოწყობი-ლობებისა და ღია ცეცხლისგან მოშორებით. +5-30°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 36 თვე.