Instru Safe წარმოადგენს მაღალეფექტურ, ფართო სპექტრის მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება სამედიცინო მოწყობილობების, ქირურგიული ინსტრუმენტების და ენდოსკოპების გაწმენდისა და დეზინფექციისათვის. უზრუნველყოფს სხვადასხვა ზედაპირებზე მიკროორგანიზმების ეფექტურ განადგურებას.
პროდუქტი ხასიათდება ძლიერი ანტიმიკრობული თვისებებით. ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებს (მათ შორის მულტირეზისტენტულ ფორმებს), სოკოებს , გარსიანი და უგარსო ვირუსებს ( HIV , Bჰეპატიტის ვირუსი, C ჰეპატიტის ვირუსის ჩათვლით ), მიკობაქტერიებს.
გამოყენების წესი
სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად ხდება კონცენტრანტის განზავება ონკანის წყალში. საჭირო კონცენტრაციის ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენება დოზირების ცხრილი.
მაგ. 1 % ხსნარის 1 ლიტრი 990 მლ წყლის და 10 მლ კონცენტრანტის ექვივალენტურია.
შეფუთვა : 1ლ , 5ლ
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ პროდუქტის PIS - ში